სალარო

დიდი სცენა

აივანი: 6, 10, 12, ₾
პარტერი: 14, 16 ₾

სარდაფი

პარტერი: 14, 16 ₾

სხვენი

პარტერი: 8, 12 ₾

თეატრის სალარო

 

ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია მარჯანიშვილის თეატრის სალაროში.

სალარო მუშაობს ყოველ დღე 12:00-დან 20:00 საათამდე (შესვენება - 15:00 - 16:00)

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეატრის სალაროს ნომერზე

+995 322 955-966 /  +995 322 47-57-68

ჯავშანი ავტომატურად იხსნება სპექტაკლის წინა დღეს 15:00 საათზე. 

ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელ.მისამართზე: tickets(at)marjanishvili.com

ონლაინ ბილეთები

 

უფრო მარტივად! შეიძინეთ ბილეთები ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე : www.biletebi.ge

 

აქციები!

მარჯანიშვილის თეატრის განსაკუთრებული შეთავაზებები სეზონის ბოლომდე :

პოპულარობით N 1 - შესვენების დრო - 13:00 – 15:00 !

მაყურებლის მეტი კომფორტისთვის - კვლავ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები, მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში არსებულ ყველა სპექტაკლზე 50 % ფასდაკლებით შემდეგი პირობით:

• სამუშაო დღეებში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
• შესვენების დროს, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში - 13:00 - 15:00 საათი 
• მხოლოდ თეატრის სალაროში 
• თეატრის სამივე სცენაზე - დიდი სცენა, სარდაფი, სხვენი !

შესვენების დრო 1 ნოემბრიდან ამოქმედდა და სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში !

იმისათვის, რომ გახდეთ ამ შემოთავაზების მონაწილე საჭიროა მხოლო და მხოლოდ მობრძანდეთ თეატრის სალაროში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სპექტაკლის 
ბილეთი.

ყურადღება! 
- შეძენა შესაძლებელია არაუმეტეს 4 ბილეთისა.
- აქცია არ ვრცელდება სპექტაკლებზე - „ჟოლო“, „მთვრალი ალუბალი“.

ასევე პოპულარული - განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთათვის :

ყველა საჯარო და კერძო სკოლებისათვის მარჯანიშვილის თეატრის ბილეთის ფასი არის 6 ლარი (ნაცვლად არსებული ფასებისა )

• შეთავაზება მოქმედებს თეატრის სამივე სცენაზე( დიდ სცენა - პარტერი; სხვენი, სარდაფი ). 
• ბილეთების შეძენა შესაძლებელია სკოლიდან მიმართვის საფუძველზე.

და ჯერ კიდევ არაპოპულარული (სხვა აქციებთან შედარებით) , მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი:

სტუდენტური ID ბარათის მფლობელთათვის !

სტუდენტებისათვის, მათ ვისაც სტუდენტური ID ბარათი გააჩნია, მარჯანიშვილის თეატრში - სპეციალური 50% იანი ფასდაკლება გრძელდება ! 
ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს , რომელიც ID ბარათს წარადგენს შესაძლებლობა ეძლევა ბილეთები სპეციალურ ფასად შეიძინოს სამივე სცენაზე 
(დიდი სცენა, სხვენი, სარდაფი)

 

დარბაზის სქემის სანახავად გადადით ლინკზე