სამხატვრო ხელმძღვანელი

ლევან წულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი

ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი მუშაობაა!

...ლევანში ადვილად შეგიძლია დაინახო ურთიერთობების, სილაღისა და სინამდვილის ნიშანი-რაღაც გაუცნობიერებელი, აქაური, ალბათ ამიტომაა, რომ ვერც ერთ ქალაქს ვერ შეიყვარებს და ვერც ერთ ქალაქში ვერ იცხოვრებს. არ ვარდება დეპრესიაში, არასოდეს ყრის ფარ-ხმალს და არასოდეს ელოდება ზებუნებრივი ძალების მოქმედებას. მაშინ როცა თავს ყველაზე ცუდად გრძნობს, რეპეტიციაზე მიდის. სწორედ ასეთ შემთხვევაში ეძლევა სამუშაო სტიმული და ის უხილავი ენერგია, რომელიც ბევრისთვის ასეთ დროს დაკარგულად ითვლება.

არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით,  მუდამ ძიების პროცესშია და მიაჩნია რომ „იქ სადაც ბიზნესი და ინდუსტრია ხელებს იბანს და მიდის, იმ ადგილს უნდა პოულობდეს თეატრი“  ნაპოვნი აქვს ოთხი სივცე: პირველი დამოუკიდებელი თეატრი „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“ და „თეატრალური სარდაფი ვაკეში“. მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობის პერიოდში მარჯანიშვილის თეატრის „სხვენი“ და „სარდაფი“.

ამბობს რომ შემდეგი სივრცე იქნება კოსმოსში...

1982 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი,მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
1997 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი თეატრი  „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“
2002  წელს მეორე ახალი დამოუკიდებელი სივრცე  „თეატრალური სარდაფი ვაკეში“
2006 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

განხორციელებული დადგმები : 

კოტე მარჯანიშვილის  სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

ვლადიმირ ეროფეევი "დაუსრულებელი სიზმარი" 
პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"
უილიამ შექსპირი"ზაფხულის ღამის სიზმარი"
გურამ ქართველიშვილი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" 
აკა მორჩილაძე, ლევან წულაძე ”პიგმალიონი” 
არტურ შნიცლერი ”ფერხული” რეჟისორი და სცენოგრაფი
ანტონ ჩეხოვი ”ქალი ძაღლით” რეჟისორი და სცენოგრაფი
ავქსენტი ცაგარელი ”ხანუმა” 
ალეხანდრო კასონა "ეუხენა ბალბოა"
ჯოვანი ბოკაჩო ”დეკამერონი” რეჟისორი, ინსცენირების ავტორი და სცენოგრაფი
კოკი მიტანი ”ჟოლო” რეჟისორი და სცენოგრაფი
ლუი დე ბერნიე ”კაპიტან კორელის მანდოლინა” მერკური თეატრი (კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) მარჯანიშვილის თეატრი, საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფონდი ( NFA International Arts and Culture), დიდი ბრიტანეთი
გურამ ბათიაშვილი "კოტე მარჯანიშვილი" რეჟისორები - ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
უილიამ შექსპირი "როგორც გენებოთ"
ჟან–ბატისტ მოლიერი "ტარტიუფი" (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
"მთვრალი ალუბალი" ტექსტის ავტორი და რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
ნიკოლოზ გოგოლი "შეშლილის წერილები" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
ვაცლავ  ჰაველი "წასვლა" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ანა კოზაკოვა  (მიხეილ სებასტიანის მიხედვით) "უსახელო ვარსკვლავი" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
შალომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით​ "BEGALUT - უცხოობაში" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
დავით კლდიაშვილის მიხედვით "ბაკულას ღორები"  რეჟისორი და სცენოგრაფი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
 ანრი მელიაკი და ლუდოვიკ ჰალევი "კარმენი" რეჟისორი (საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი)

საერთაშორისო დადგმები:

2011 - აზერბაიჯანი, ბაქოს ნაციონალური თეატრი, სპექტაკლი "დონ ჟუანი ან სიყვარულის გეომეტრია", მაქს ფრიში
2011 - მაკედონია, სკოპია, მაკედონიის ნაციონალური თეატრი, სპექტაკლი "ფიგაროს ქორწინება", პიერ ბომარშე
2011 - თეატრი მერკური (კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) მარჯანიშვილის თეატრი, საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფონდი ( NFA International Arts and Culture), დიდი ბრიტანეთი ”კაპიტან კორელის მანდოლინა”, ლუი დე ბერნიე
2012 - დიდი ბრიტანეთი, ფესტივალი "Globe to Globe", სპექტაკლი "როგორც გენებოთ", უილიამ შექსპირი
2015 - საბერძნეთი, ათენი, თეატრი ანესის, სპექტაკლი "დანაშაული და სასჯელი", თედორე დოსტოევსკი
2016 - იტალია, ბოლონია, არენა დელ სოლე, სპეკტაკლი "კუ", ლუიჯი პირანდელო

თეატრალური ინსტიტუტი:
ჭოლა ლომთათიძე "თეთრი ღამე"
ედუარდო დე ფილიპო "აჩრდილები"
ჯერომ სელინჯერი "თამაში ჭვავის ყანაში"
ედუარდო დე ფილიპო "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი"
აკილა კამპანილე "პიეროს სიკვდილი"

შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო თეატრი:
ჩარლზ დიკენსი "საშობაო სიზმარი" 
ფედერიკო გარსია ლორკა "სისხლიანი ქორწილი"
გეორგ ბიუჰნერი "ვოიცეკი"

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
თომას მანი "მარიო და ჯადოქარი"
ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა" 
ბესო ბარათაშვილი "აკუსტიკა" 
ნიკოლაი გოგოლი "ცხვირი" 
ფრანც კაფკა "მეტამორფოზა" 
პაატა მოისწრაფიშვილი "მელოდია ფლეიტისათვის"
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე "ფაუსტი" 
ვლადიმერ ნაბოკოვი "ორი ნოველა"
არტურ შნიცლერი "კაზანოვას დაბრუნება" 
ნინო ბასილია "თაგვი" 
პატრიკ ზიუსკინდი "კაფე როსინი"
ნინო ბასილია "ლიფტიორი"
ბერტოლდ ბრეხტი "ბიურგერული ქორწილი"
კლოდ მანიე "ოსკარი"

თეატრალური სარდაფი ვაკეში:
უილიამ შექსპირი "ვენეციელი ვაჭარი" 
ავქსენტი ცაგარელი "ხანუმა" 
ვაჟა-ფშაველა "გველის-მჭამელი"
რალფ კნიგი "ET CETERA"
პიერ ბომარშე "ფიგაროს ქორწინება"
ლევან წულაძე "სხვა მთვარე"


კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული  თეატრი:
ვლადიმერ  ნაბოკოვი "ემიგრანტები"
ვლადიმერ  ნაბოკოვი "ორი ნოველა"

პატარა თეატრი:
ლაშა ბუღაძე "კაპრიჩიო"

ქალაქ რუსთავის მუნიციპალური თეატრი:
მიხეილ ჯავახიშვილი "კვაჭი კვაჭანტირაძე"

პროექტები:
უცნობი "ქვეყანაშია ფერები მუქი"  რუსთაველის თეატრი  
აჩიკო მეფარიძის სოლო კონცერტი, ფილარმონია 
თამუნა ამონაშვილის  სოლო კონცერტი, ფილარმონია 
ფრიდონ სულაბერიძის იუბილე, ფილარმონია 
"ცეკვა ზღაპარში" ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

კინოროლები: 
"საფეხური" რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი 
"ოტელო" რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი
 

პრემიები და წოდებები:
სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია სპექტაკლისათვის "ფაუსტი"
2005 წ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია "საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" – სპექტაკლისათვის "ხანუმა"
2005 წ. "ღირსების ორდენი"
2009 წ. თეატრალური პრემია "დურუჯი" საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”ქალი ძაღლით”
2011 წ. თეატრალური პრემია ”დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”ჟოლო”
2013 წ. ბრწყინვალების ორდენი
2014 წ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია "საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი"  სპექტაკლისათვის „ტარტიუფი“
2015 წ. თეატრალური პრემია "დურუჯი" საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”შეშლილის წერილები"
2016 წ. ათინორამას პრემია, საბერძნეთი - წლის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისათვის, დანაშაული და სასჯელი“ , ანესის თეატრი, ათენი, საბერძნეთი