„თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ !!!

„თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ !!!

მაშ ასე!
როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის  „შემოქმედებითი ევროპის“  კულტურის ქვე-პროგრამის კონკურსის შედეგების თანახმად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ევროპული თეატრების ქსელთან (European Theatre Convention) თანამშრომლობით, დაფინანასება მიიღო.
რაც გულისხმობს  პარტნიორ თეატრებთან ერთად ინოვაციური პროექტების „თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ - განხორციელდებას.

პირველ ასეთ პროექტს 3 ევროპული თეატრის ერთობლივი პროდუქცია  „დადგი შენი ქალაქი“ წარმოადგენს :
-    ნანსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრი, საფრაგეთი
-    ბადენის შტატსთეატრი კარლსრუე, გერმანია
-    კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველო

2018 წლის 12 აპრილს,  პროექტის სამუშაო პროცესი პირველ დასკვნით ეტაპს უახლოვდება. დღეს, ქალაქ ნანსიში პირველი მაყურებელი გახდება  ექსპერიმენტული. წარმოდგენის მონაწილე. პროექტის ვირტულური მონაწილეები პარტნიორი თეატრების მსახიობები არიან, ხოლო მარჯანიშვილის თეატრიდან წარმოდგენაში ჩვენი მსახიობი ნატუკა კახიძე იღებს მონაწილეობას (VR).

თბილისში,  პრემიერას ქართველი მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს.
 

პროექტის მოკლე აღწერა: „დადგი შენი ქალაქი: ზიგმაგორა გიხმობს“ - ინტერაქტიული თეატრალური წარმოდგენაა, სადაც  ციფრულ ტექნოლოგიების გამოიყენებით მაყურებელი ხდება თავგადასავლისთანაავტორი და მონაწილე. სიუჟეტი 4 ამბისგან შედგება,  4 ამბის ძირითადი სიუჟეტის ავტორებიდრამატურგები: ლაშა ბუღაძე (საქართველო) მარი დილასე (საფრანგეთი) კონსტანტინ კუსპერტი (გერმანია) ფრედერიკ სონტაკი (გერმანია)არიან . წარმოდგენაში  მაყურებლის მეგზური ზიგმაგორაა (ექსპერტი მომავლიდან) რომელიც  წარმოდგენილია აპლიკაციის სახით და  სპექტაკლზე  მისულ მაყურებელს ქალაქში გაუძღვება.  იმისათვის რომ აღმოაჩინონ კავშირი 4 ამბავს შორის და შეასრულონ მომავლიდან გამოგზავნილი მისია საჭიროა მიყვნენ აპლიკაციაში მოცემულ ინსტრუქციას.  მაყურებლის მიერ ქალაქის ქუჩებში აღმოჩენილი დეტალები აკავშირებს ერთი შეხედვით დამოუკიდებლ სიუჟეტებს, რომლის ფინალის ავტორი თავად მაყურებელი ხდება.
აპლიკაცია  აერთიანებს სანავიგაციო და აუდიო საშუალებებს, ვიდეო სცენებს - augmented reality (AR), ფოტო-იმიჯებს და ტექსტებს.

https://www.theatre-manufacture.fr/spectacle/ring-stage-your-city/

https://www.europeantheatrelab.eu/stage-your-city/