20 აპრილს, პრემიერა ყუშიტაშვილის სარეპეტიციო დარბაზში!

20 აპრილს, პრემიერა ყუშიტაშვილის სარეპეტიციო დარბაზში!

ალექს ჩიღვინაძე

 

მიწა თავისას მოითხოვს

ავტორისა და დრამატურგის დამოუკიდებელი პროექტი


რეჟისორი - ავთო დიასამიძე
სცენოგრაფი და ქორეოგრაფი - ლანა ყავრელიშვილი
კომპოზიტორი - ლუკა ნაკაშიძე

 

მონაწილეობენ:
ანა ვასაძე, ნატალია გაბისონია, ნატალია ყულოშვილი, იოსებ ხვედელიძე, თემო რეხვიაშვილი

 

 

სპექტაკლის შესახებ:
„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს დღემდე სწამთ ძველი, მითიური პერსონაჟების არსებობის. ზოგიერთ სოფელში დღემდე ინახავენ სკივრს, სადაც ჭინკა (მითიური პერსონაჟი) დაუმწყვდევია მათ წინაპარს. მთის სოფლებში გაჩვენებენ ადგილს, სადაც კლდის ფორმას, მითიური პერსონაჟის გასროლილი ლახტის მიზეზით აგიხსნიან და ტბას, რომლის ზედაპირზე ამოსულმა ბრმა დევის სისხლის ბადემ გმირი დაატყვევა.

ეს სპექტაკლი არის ზღაპრის და დოკუმენტური თეატრის ნაზავი, სადაც რეალობა უკავშირდება ზღაპარში სტრუქტურალისტების გამოყოფილ ფუნქციებს: წასვლა, აკრძალვა, ზიანის მიყენება, დაბრუნება და ა.შ. სპექტაკლში თანამედროვეობაც მითიურ ჭრილშია განხილული -- ჯადონსურ სარკეში ბოროტი დედოფალიც პოზირებს და სტრიპტიზიორიც პროვინციული ქალაქიდან.

სპექტაკლის პერსონაჟები ცვლადები არიან. ისინი იღებენ როგორც ერთი, ისე რამდენიმე პერსონაჟის მნიშვნელობას. ქორო ხდება ობოლი გოგო, მეფე - მეპურე, ქალაქი კი გველეშაპი. მოქმედი პირების ცნობიერების ნაკადი და ასოციაციები ხან ხიდია ისტორიების დასაკავშირებლად და ხანაც გზაჯვარედინი, სადაც გმირები დგანან და ვერ გადაუწყვეტიათ საით წავიდნენ, ისევე როგორც დგას ჩვენი ქვეყანა, რომელსაც თითქოს გზაჯვარედინზე ჩამოეძინა და მომავალს მხოლოდ სიზმარში ხედავს.

პიესაში გამოყენებულია საუკუნის წინ შეგროვებული და ჩაწერილი უძველესი ქართული ზღაპრები: „მიწა თავისას მოითხოვს“, „დედოფალი გველი რომ გაუჩნდა“ და „დღისით მკვდარი”.

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 80 წუთის, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი: 12 ლარი