თამარ სხირტალიძის შემოქმედებითი საღამო!!!

თამარ სხირტალიძის შემოქმედებითი საღამო!!!

15 მაისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ქალბატონ თამარ სხირტლაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო! 

1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია.
1949-1967წწ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 
1967-1975წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი; 
1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის თატრის მსახიობი.
 

მარჯანიშვილის თეატრში შექმნილი როლები:
ფოსინე (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), მაყვალა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ლამაზისეული (ი.ჭავჭვაძის "კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაცაცი"), დედა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და ბახუ-მესიდუ (ინსცენირების ავტორი გ. ჟორდანია „ჰაჯი-მურატი“, ქ-ნი თამთა (გ.ჟორდანია, ნ. ჟორდანია „თეთრი იასამანი“) და სხვ; 
კინო როლები: 
"არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), "წინაპართა მიწა" (დარია, 1979), "დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), "ადამიანთა სევდა" (1984), "ფესვები" (1987), "ზვარაკი" (1990), "ლუკას სახარება" (1998), "ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), "ჯართოსანი"(მართა, 2009), "გული+" (2011), "37-" (2012) და სხვა;

წოდებები: 

• 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
• 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
• 1980 - საქართველოს სსრ "ხუთწლედის მატიანის" პრემია - კინოფილმში "დღეს ღამე უთენებია" მთავარი როლის შესრულებისთვის
• 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქალბატონ თამარს იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს!