92-ე სეზონის აქციები!

92-ე სეზონის აქციები!

აქციები!

 

მაშ ასე - მარჯანიშვილის თეატრის განსაკუთრებული შეთავაზებები 92 - ე სეზონის ბოლომდე!

 

პოპულარობით N 1 - შესვენების დრო - 13:00 – 15:00 !

მაყურებლის მეტი კომფორტისთვის - კვლავ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები, მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში არსებულ ყველა სპექტაკლზე 50 % ფასდაკლებით შემდეგი პირობით:

• სამუშაო დღეებში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
• შესვენების დროს, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში - 13:00 - 15:00 საათი 
• მხოლოდ თეატრის სალაროში 
• თეატრის ორივე სცენაზე - დიდი სცენა, სხვენი !

შესვენების დრო მოქმედებს სეზონის გახსნიდან  და ძალაში იქნება სეზონის ბოლომდე.

იმისათვის, რომ გახდეთ ამ შემოთავაზების მონაწილე საჭიროა მხოლო და მხოლოდ მობრძანდეთ თეატრის სალაროში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სპექტაკლის 
ბილეთი.

ყურადღება! 
- შეძენა შესაძლებელია არაუმეტეს 4 ბილეთისა.
- აქცია არ ვრცელდება სპექტაკლებზე - „ჰამლეტი". „ჟოლო“, „მთვრალი ალუბალი“, „სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი" და  ასევე პრემიერებზე!

ასევე პოპულარული - განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთათვის :

ყველა საჯარო და კერძო სკოლებისათვის მარჯანიშვილის თეატრის ბილეთის ფასი არის 8 ლარი (ნაცვლად არსებული ფასებისა )

• შეთავაზება მოქმედებს თეატრის ორივე სცენაზე( დიდ სცენა - პარტერი; სხვენი ). 
• ბილეთების შეძენა შესაძლებელია სკოლიდან მიმართვის საფუძველზე.

და ჯერ კიდევ არაპოპულარული (სხვა აქციებთან შედარებით) , მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი:

სტუდენტური ID ბარათის მფლობელთათვის !

სტუდენტებისათვის, მათ ვისაც სტუდენტური ID ბარათი გააჩნია, მარჯანიშვილის თეატრში - სპეციალური 50% იანი ფასდაკლება გრძელდება ! 
ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს , რომელიც ID ბარათს წარადგენს შესაძლებლობა ეძლევა ბილეთები სპეციალურ ფასად შეიძინოს სამივე სცენაზე 
(დიდი სცენა, სხვენი)

 

დარბაზის სქემის სანახავად გადადით ლინკზე