სიახლე დეტალურად

სარდაფი!

...„დიდი ხნის წინ დავინახე. ვეძებდით ახალ  სივრცეს, დამოუკიდებელი თეატრისათვის.თუმცა თეატრი დამოუკიდებელია თუ არა , ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა.

გადავწყვიტეთ......

მოვდივარ ყოველ დილით, ჯერ არავინ არ არის ხოლმე, დავბორიალობ და გავდივარ.

 მერე ისევ ბრუნდები ცოტა ხანში. სივრცესთან სიყვარული მაქვს დიდი.

 ჩვენი რომანი  ყველაზე არაჩვეულებრივ ფაზაშია, როცა მხოლოდ ფანტაზიებია ჯერ, არაფერი არ მომხდარა.ჯერ ფლირტია. ღამე ოცნებობ ბალიშზე, ფიქრობ მასზე, გეგმავ როგორ შეხვდები ხვალ. ჯერ ეს მდგომარეობაა, ყველაზე არაჩვეულებრივი...

განსაკუთრებული,უფრო „ფამილარული“ ურთიერთობის  დამყარება  სურვილი გაჩნდა მაყურებელსა და  დასს შორის, შეიძლება ახალი თეატრის იდეაც ეს არის.

„..დიდხანს ვიფიქრე რითი რომელი პიესით გამეხსნა ახალი სცენა და გადავწვიტე მოლიერის არაჩვეულებრივი პიესა ტარტიუფი დამედგა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, კომედია, რომელიც იქნება დელარტესეული, მხიარული, მაგრამ ცოტა „ წიწაკით“.

 ლევან წულაძე