სიახლე დეტალურად

რატომ ახალი სივრცე?!

რატომ ახალი სივრცე?!

დრომ მოიტანა ახალი თეატრის აზრის ახლებურ და აქამდე არაათვისებულ სივრცეში გაცოცხლების აუცილებლობა.

თეატრალური პროცესი, პრინციპში სცდება აკადემიურ სივრცეებს. სპექტაკლის ავტორთა აზრი,იდეა და პოზიცია შესაძლოა ბევრად უფრო მკვეთრად, შთამბეჭდავად და ადეკვატურად აღიქმებოდეს სუბკულტურულ, ალტერნატიულ და ტრადიციულად „არათეატრალურ“რეალობაში. ვიდრე ისეთ სივრცეში, სადაც თეატრალური ატრიბუტიკა: ფარდა, მაშტაბური დეკორაცია,ლოჟა,ვეებერთელა პარტერი თავისთავად უკვე გულისხმობს გარკვეულ სტერეოტიპს. ეს წინასწარ განუსაზღვრავს მაყურებელს დამოკიდებულ იდეას,  სპექტაკლის მიმართულებას.

 ახალ სივრცეშინ გადასვლა, გულისხმობს ამ თეატრალური ატრიბუტიკისაგან(ფარდა, მაშტაბური დეკორაცია,ლოჟა,ვეებერთელა პარტერი ) განთავისუფლებას, სადაც თეატრს შეუძლია არსებობა „თეატრალურობის“ გარეშე, სადაც პრინციპში შესაძლოა მოვიდეს ისეთი მაყურებელი, რომელსაც სულაც არ უყვარს თეატრი, უფრო სწორად ის ტრადიციული მახასიათებლები, რომელიც თეატრალურობის ნაწილად იქცა.

ახალი სცენა - სწორედ ასეთი სივრცეა, სადაც ზღვარი სინამდვილესა და თეატრალურ პირობითობას შორის არაა.

თეატრი თეატრის გარეშე.

თეატრი ცხოვრების გაგრძელება.

თეატრი როგორც ვარჯიში თავისუფლებაში.

ლაშა ბუღაძე.