სიახლე დეტალურად

“ჩეხოვი თოჯინებით”

განსაკუთრებული სპექტაკლი  რომელიც შექმნა ქართველმა რეჟისორმა ლევან წულაძემ ანტონ ჩეხოვის “ქალი ძაღლით”-ის მიხედვით …  სპექტაკლში თავისუფლადაა ერთმანეთში შერეული სხვადასხვა ზომის თოჯინები დამსახიობები, რომლებიც ქმნიან ლირიულ და სევდიან სურათებს. ყველაფერ ამას თან ახლავს მუსიკა, რომელიც გვახსენებს ხან 60-იანიწლების რომანტიული ფრანგული ფილმების მუსიკას, ხან კი-საეკლესიო რელიგიური სიმღერის მელოდიებს. ეს ბგერები წარმოადგენს პარალელურ განზომილებებს, რომელთა მოძებნასაც რეჟისორი მოთხრობაში ცდილობს…

რეჟისორი სიყვარულის  ამბავს ახვევს იმ ჩარჩოებში, რომელიც გვახსენებს იმ ფაქიზ და კულტურულ სამყაროს, რომელსაც ჭამს ეჭვები და მერყეობა DA რომელსაც ასე კარგად აღწერდა ჩეხოვი. ეს ის სამყაროა რომელიც აღიგავა აგრესიული ისტორიული ჩექმის ქვეშ, რომელმაც  მე-20 საუკუნეში გადაყლაპა მისი ქვეყანა. მიზნის განხორცილებაში რეჟისორს ეხმარება მსახიობთა და მეთოჯინეთა განსაკუთრებით დახელოვნებული კოლექტივი, რომელიც გვთავაზობს ზუსტ და მრავალმხრივ მომაჯადოებელ სპექტაკლს.

ცვი გორენ  “ჩეხოვი თოჯინებით”