სიახლე დეტალურად

"ისრაელის ფესტივალი" - "ქალი ძაღლით" - სხვა ქართული ხიბლი

წლების განმავლობაში ჩვენს ცნობიერებაში ბატონობდა სხვა სახელი ქართული თეატრალური სამყაროდან - რობერტ სტურუა, რომელიც თავის თეატრთან ერთად მონაწილეობდა ისრაელის ფესტივალში.ამ დიდებულმა რეჟისორმა თელ-ავივის კამერულ თეატრში წარმატებით დადგა ხანოხ ლევინის "პირდაღებული", და - "მეფე ლირი".

და აი, წლევანდელმა ფესტივალმა დაგვანახა, რომ საქართველოში არის სხვა თეატრიც.
ჩეხოვის მოთხრობის ამ ინსცენირებაში მშვენივრადაა გამოყენებული თოჯინები და მათი მატარებელნი. სხვადასხვა ზომის თოჯინები და მათი შავტანსაცმლიანი მატარებლები (მაგრამ უმეტესად ხილული სახით, ისე რომ ისინი ჩანან - თან არ ჩანან სცენაზე) ქმნიან მშვენიერ ხელოვნებას; თოჯინები დროგამოშვებით გამოყენებულია, როგორც მოქმედების რეალური მონაწილეები, ქმნიან ფონს და არიან ირონიული მჭვრეტელნი იმისა, რაც გმირებს გადახდებათ თავს.

ეს არის საკურორტო ქალაქში უკვე დაქორწინებული მამაკაცისა და გათხოვილი ქალის სიყვარულის ამბავი.საკურორტო ურთიერთობა მათ ითრევს გრძნობათა მორევში, და გრძელდება იალტაში დასვენების დამთავრების შემდეგაც, როცა მამაკაცი ბრუნდება მოსკოვში, რათა იცხოვროს თავისი ცხოვრებითა და მოგონებებით, მაგრამ წარმოდგენაში ასევე მოთხრობილია ამბავი ლოთი მაწანწალისა, რომელიც ნოსტალგიით ლაპარაკობს იალტაზე და ყვირის "რა უქენით ჩემს ქვეყანას!",ასევე ამბავი პროფესორისა, რომელიც მთავარ გმირს უხსნის, რომ უმჯობესია იცხოვროს ილუზიების გარეშე, აი ,მაშინ იმედებიც არ გაუცრუვდება, რადგან "ცხოვრება არასასიამოვნო საქმიანობაა".

და არის მინორული საცირკო მუსიკა, რომელიც აღწევს ყურსა და სულში (ასევე სტრავინსკის "პეტრუშკა"), თოჯინებისა და ადამიანების ცეკვები, ბრძნული ტექსტი ქართულად ივრითული წარწერებით ("თოლია" -დან მოკლე ციტატის ჩართვით.) და ყველაფერი ეს უერთდება პერსპექტივათა ცვალება-დობის ერთგვარ განსაკუთრებულ თავგადასავალს, პერსპექტივას ადამიანთა ცხოვრებაზე საქართველოში, იალტაში და ყოველ ადგილას, ძაღლის ადგილის ჩათვლით.

გაზეთი "ჰაარეცი" 27. 05. 2009 დამატება "გალერეა" გვ. 2
მიხაელ ჰენდელზელცი