სიახლე დეტალურად

5 ივნისს, სეზონის დასკვნით საღამოს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენაზე პოეტი პაატა შამუგია გამართავს.

ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს. 

5 ივნისს, სეზონის დასკვნით საღამოს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენაზე პოეტი პაატა შამუგია გამართავს. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრში სექტემბრიდან გაგრძელდება.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ. 

ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge - ზე შეუძლიათ. 

მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.



#კულტურა2017 #ცოცხალიწიგნები #მარჯანიშვილისთეატრი