სიახლე დეტალურად

Dance Lab 1 - ბრიტანეთის საბჭოს და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტი!!!

ბრიტანეთის საბჭო და მარჯანიშვილის თეატრი იწვევენ თანამედროვე ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ პროფესიონალ მოცეკვავეებს სამ-დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით Dance Lab 1, რომელსაც ჩაატარებენ ბრიტანული ინკლუზიური კომპანიის Candoco-ს წარმომადგენლები. ეს არის ორიდან პირველი ტრენინგი, რომელთა მიზანია ინკლუზიური ქორეოგრაფიული წარმოდგენის შექმნა და წარდგენა ქართველი და საერთაშორისო მაყურებლისთვის. პროექტის ხელმძღვანელია მაია დარჩია, ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი.

ტრენინგის თარიღებია: 2017 წ. 31 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 10:00-17:00სთ.

ტრენინგის მონაწილეებს მოეთხოვებათ დასწრება და აქტიური მონაწილეობა ტრენინგის სამივე დღეს სრულად.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ბმული იხ. ქვემოთ) გაუგზავნეთ თათია გურგენიძეს: tatia.gurgenidze@ge.britishcouncil.org. შევსებული რეგისტრაციის ფორმის ჩაბარების ბოლო ვადა: ორშაბათი, 23 ოქტომბერი, 11:00სთ.

ინფორმაციისთვის: ტრენინგი არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს პროოგრამისა სახელწოდებით ,,კულტურა&განვითარება: შეუზღუდავი შესაძლებლობები,’’ რომელიც საქართველოში მარჯანიშვილის თეატრთან პარტნიორობით ხორციელდება. პროგრამის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების განვითარება, ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით შშმ პირთა ხელოვნების სფეროში ჩართულობის ხელშეწყობა და შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ხელის შეწყობა.

ტრენინგი ჩატარდება მარჯანიშვილის თეატრში - დიდი სცენის ფოიეში. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. № 8. (შესასვლელი დ. უზნაძის ქუჩის მხრიდან).

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე