სიახლე დეტალურად

ბაკულას ღორები - ლაშა ჩხარტიშვილი

ბაკულას ღორები

კოტე მარჯანიშვილის თეატრი
რეჟისორი: ლევან წულაძე

ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი რეჟისორის მორიგი თვითირონიული ნამუშევარი ქართულ საზოგადოებაზე, ქართველ ინტელექტუალთა (ბურჟუის) უსუსურობაზე, ისტორიულ უსამართლობაზე, მოუხერხობლობასა და ტრაგიკულ ბედზე, დაუმარცხებელ ბიოროკრატიულ პირამიდაზე და ურთიერთობათა  სამკუთხედზე. ქართული კლასიკური მწერლობის თანამედროვე თეატრალური ინტერპრეტაცია, სადაც თხრობის ენა არის სათეატრო ხერხები, რომელსაც უხვად იყენებს რეჟისორი. სპექტაკლის მონუმენტურობა არა მხოლოდ ფორმაში, არამედ პრობლემის არსში და სიუჟეტის მრავალპლანიანობაში გამოიხატება, რომელსაც შესანიშნავად აცოცხლებენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები. „ბაკულას ღორები“ მხატვრული სცენური სახეებით მდიდარი წარმოდგენაა, სადაც იუმორით გამოწვეულ სიცილს, სევდით მოგვრილი ცრემლი ანაცვლებს.

 ლაშა ჩხარტიშვილი