სპექტაკლი

კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

სარდაფი


პაინრიჰ ბიოლის პიესის მიხედვით

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი
ინსცენირება: დავით ხორბალაძე
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
კომპოზიტორი: გიო ყანჩელი

მონაწილეობენ:

ნატუკა კახიძე,
თეონა ლეჟავა,
პაატა ინაური,
ქეთა შათირიშვილი,
გიორგი ხურცილავა,
ანანო მახარაძე,
ბიჭკა ჭეიშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:

მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი, ერთგვარი პერფორმანსია პირადი ცხოვრების თვალთვალის შესახებ. სპექტაკლის მსვლელობისას, 7 ახალგაზრდა მსახიობი, მაყურებელთან ერთად აკვირდება ამ ფენომენს, და იმას, თუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას. 

„...სატელეფონო მოსმენა, ფარული ვიდეოჩანაწერები, თვალთვალი და მსგავსი საშუალებები, რა თქმა უნდა, გამოძიებას ეხმარება, მაგრამ თუ საგამომძიებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი უფლება არაა გაცემული, მაშინ ამ მასალას არა თუ ვერ გამოიყენებ, არამედ, წესით უნდა დამალო კიდეც მისი არსებობა. არსებობს ცნება - პირადი ცხოვრება, რომელსაც საღვრები ნამდვილად აქვს, ყოველ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს და ისეთივე მყარი როგორიც სახელმწიფოს.“

 „...რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ვსეირნობდით, რაღაცაზე ვლაპარაკობდით, არ მახსოვს რაზე. მკითხა, იცი რა განსხვავებაა დღევანდელი პოლიტიკური მართვის მექანიზმსა და შუა საუკუნეების დროინდელს შორისო? და პასუხიც მიაყოლა - ტექნიკური შესაძლებლობებიო. დაკონკრეტება ვთხოვე. ჰოდა ასე მითხრა: შუა საუკუნეებში ღმერთი ზემოდან დაგვყურებდა, თეთრი წვერი ჰქონდა და საჭიროებისამებრ გვსჯიდა ან წყალობას გვაძლევდა. ხომ გახსოვს ფრესკებზე, ყოვლისმხედველი თვალი, დღეს ეგ ღმერთი კედელზე, ჭერთან ახლოს, კუთხეშია მიმაგრებული და ვიდეო კამერა ჰქვია.“

 

პრემიერა შედგა 2016 წლის 5 ოქტომბერს
ხანგრძლივობა : 90 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი : 
16 ლარი

სპეკტაკლის ამბები

გადაცემა "სცენა" "კატარინა ბლუმის შელახული ღირსება"

- 29 იანვარი 17

ვრცლად