სპექტაკლი

გრონჰოლმის მეთოდი

დიდი სცენა


ჟორდი გალსერანი

თარგმანი თამაზ გოდერძიშვილის

რეჟისორი თემურ ჩხეიძე

მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი

რეჟისორის ასისტენტი - ნინო ჟორჟოლიანი
 

მონაწილეობენ:

მერსედესი - ეკა ჩხეიძე

ფერნანდო - ნიკოლოზ თავაძე

კარლოსი - აპოლონ კუბლაშვილი

ენრიკე - ალეკო მახარობლიშვილი

 

 სპექტაკლის შესახებ:

..„ჩვენ არ ვეძებთ კარგ ადამიანს რომელიც ნაძირალას ჰგავს, ჩვენ ვეძებთ ნაძირალას რომელიც კარგ ადამიანს  გავს

  მოქმედება ვითარდება საერთაშორისო კორპორაციის ოფისში, სადაც კომპანიის ტოპ-მენეჯერის შერჩევის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ოთხი კანდიდატი სასტიკ ბრძოლაშია ჩართული, ყოველი მათგანი მზადაა მიზნის მისაღწევად  და ყველა ხერხს მიმართავს მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურად გასანადგურებლად.
სპეკტაკლი ინტელექტუალური ტრილერის და ფსიქოლოგიური დეტექტივის ნაზავია. 

თემურ ჩხეიძე სპეკტაკლის შესახებ:
...„ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე არც ერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“.  დიდი ხანია არ შემხვედრია მასალა, რომელზედაც ასეთი ინტერესით ვიმუშავებდი. შესანიშნავად მიდიოდა რეპეტიციები. ერთობლივად ვეძებდით განწყობას, აზრთა და საქციელთა საწყისებს, თუმცა მაინც დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორი იყო ჩვენი ვარაუდები. პიესა, იმედი მაქვს ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის, ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.“

 

სპექტაკლს 2014  წელს სპექტაკლს მიღებული აქვს თეატრალური პრემიადურუჯისაუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის

პრემიერა შედგა 2013 წელს
ხანგრძლივობა 120 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი:
პარტერი - 19 ლარი / 16 ლარი
აივანი - 14 ლარი / 12 ლარი / 8 ლარი

ფოტო თეონა კვეზერელის

სპეკტაკლის ამბები

გრონჰოლმის მეთოდი

- 5 ნოემბერი 16

ვრცლად

როცა ტვინი არ ბერდება... ლაშა ჩხარტიშვილი

- 21 ნოემბერი 17

ვრცლად