სპექტაკლი

ნავიგატორი

დიდი სცენა


ლაშა ბუღაძე
დამდგმელი რეჟისორები –  ლევან წულაძე, ანა ცუცქირიძე
სცენოგრაფები –  ლევან წულაძე, შაკო ჩაგუნავა
კოსტიუმების მხატვარი –  ნინო სურგულაძე
კომპოზიტორები – ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე
ქორეოგრაფი –  თინათინ წულაძე
ვიდეო  ნიკა მაჩაიძის
ვიდეოინჟინერი – ზაკო
რეჟისორის თანაშემწე  – ნინო კალანდაძე

მონაწილეობენ: 
თემიკო ჭიჭინაძე, ანა ვასაძე, ანა გრიგოლია, ნიკა კუჭავა, ბესო ბარათაშვილი, ონისე ონიანი, გივი ჩუგუაშვილი, კესარია ჯავახიშვილი, ნოდარ ძოწენიძე, ირაკლი ჩხიკვაძე.

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის ფარგლებში.

სპექტაკლის შესახებ:

ნავიგატორი – სინამდვილე და სიმულაცია

„ნავიგატორი” მარტოობას შეჩვეული ადამიანის ამბავია – როსტომის, რომელსაც თითქოს ძალით გამოგლეჯენ „კომფორტის ზონას”, სახლს, ოთახს, ჩვევებსა და აკვიატებებს…

„ნავიგატორი” საკუთარ კომპლექსებს შეჩვეული (თუ შეყვარებული) ადამიანის ამბავია – როსტომის, რომელსაც არცთუ სიმპათიურ, მაგრამ მოწესრიგებულ და წესიერ ადამიანად მიაჩნია თავი, კაცად, რომელსაც საკუთარი მამა მუდმივად ჩასჩიჩინებს, შეელიოს თავის „სამარცხვინო მარტოობას” და სანამ გვიანი არაა, ოჯახი შექმნას; კაცად, რომელსაც სჯერა, რომ თანამშრომელ კლარას არასდროს მოეწონება, მაგრამ თავს ირწმუნებს (თუ იმხნევებს), რომ მას და თუნდაც ამ კლარას „რაღაცნაირი რომანი მაინც აქვთ” – ყოველ შემთხვევაში, კლარა უამრავ ისეთ ნიშანს აძლევს, რითიც სხვას ნამდვილად არ გააბედნიერებს…

„ნავიგატორი” კომპენსაციების ამბავია, როცა რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთს არ შეესაბამება და როცა „სინამდვილისგან” დათრგუნულ მსუბუქ და „ცოტა საყვარელ ფსიქოპატ” როსტომს რეალობიდან გაქცევა უნდა… რადგან რეალობა – ახალი და პიქუში ტექნოლოგიები, უშინაარსო და უემოციო თანამშრომლები, ეგოისტი და გულგრილი დირექტორი, აგრესიული და უზრდელი მშობელი, ცივი და ქედმაღალი კლარა – მისთვის მტრული და ჩაკეტილია…

„ნავიგატორი” ნავიგატორის ხმის და როსტომის სიყვარულის ამბავია… ქალის ხმა, რომელიც საგზაო მითითებებს აძლევს როსტომს, მის ერთდადერთ და მთავარ სინამდვილედ იქცევა…

რადგან როსტომის ემპირიულ სინამდვილეში – ნავიგატორის გარდა – ყველაფერი სხვა სიმულაციური, პლასტმასის და ხელოვნურია…   

 

პრემიერა შედგა: 2017 წლის 3 ოქტომბერს.
ხანგრძლივობა: 120 წუთი, შესვენებით.
ბილეთის ფასი: 8/12/14/16/19 ლარი

ფოტო ბექა ჯავახიშვილის