სპექტაკლი

BEGALUT - უცხოობაში

დიდი სცენა


შალომ ალეიხემის და გურამ ბათიაშვილის  ნაწარმოებების მიხედვით​


რეჟისორი  და  სცენოგრაფი:  ლევან წულაძე
კომპოზიტორი:  ვახტანგ კახიძე
კოსტუმების მხატვარი:  ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის თანაშემწე:  ნინო კალანდაძე

 

მონაწილეობენ:

ბესო ბარათაშვილი, გურანდა გაბუნია, ანა გრიგოლია, ბარბარე დვალიშვილი, ანა ვასაძე,  ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა, ნიკა კუჭავა, ეკა ნიჟარაძე, გიორგი კიკნაძე, კონსტანტინე როინიშვილი, თეონა ქოქრაშვილი,  ნინო წულაძე, გიორგი ხურცილავა, გივი ჩუგუაშვილი

სპექტაკლის შესახებ:
ორი ებრაელი ოჯახის ცხოვრება ბედნიერებიდან სრულ განადგურებამდე ჩვენს თვალწინ სრულიად უსიტყვოდ ვითარდება,  გვესმის ყველა ის შურით და ბოღმით სავსე სიტყვა რომელმაც ისინი დაღუპა.   ერთმანეთს უპირისპირდება უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული ამოძახილი და მოძალადეთა სიძულვილით გამსჭვალული ექსტაზი.
თითქოს ყველაფერი დასრულდა… თუმცა შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება ვინც დამარცხებაშიც მზადაა მომავალი ზეიმისთვის…

თითქოს დახურული ფანჯრიდან ვაკვირდებით მათ ცხოვრებას,  არ გვესმის ხმა მაგრამ განწყობა გადამდებია. აქ თითქოს ყველაფერი ზეიმს მოუცავს, ყველა ბედნიერია, ყოველგვარი ამქვეყნიური ბოროტება მათთვის უცხო და შორეულია. ბედისწერა მათ ცხოვრებას ნელნელა ცვლის, მიუხედავად სიყვარულის კრახის, ღალატის, იმედგაცრუების,  ისინი ბედისწერის სასიკეთოდ შემობრუნებას ცდილობენ, თუმცა წინ უფრო დიდი განსაცდელი,  დრამატული,  ტრაგიკული ყოფა ელოდებათ.

ებრაულ  იავნანას  ასრულებს  ნეკა  სებისკვერაძე

პრემიერა შედგა: 2016 წლის 12 აპრილს 
ხანგრძლივობა: 110 წუთი, შესვენებით
ბილეთის ფასი: 8/12/14/16/19 ლარი

სპეკტაკლის ამბები

ქრისტეს სახელით ჩადენელი სისასტიკე

- 29 ივნისი 16

დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა პიესაში „გამოეშურე ჩვენს საშველად ღმერთო“...

ვრცლად

BEGALUT - უცხოობაში

- 12 ივლისი 16

ვრცლად