პერსონალი

თენგიზ არჩვაძე

1956 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში.

შესრულებული როლები (მოკლედ) :

ნაპოლეონ ჭინჭილეიშვილი - კიტა ბუაჩიძე "მკაცრი ქალიშვილები"  რეჟ. თენგიზ კანდინაშვილი
დირექტორი - ალეჰანდრო კასონა “ხეები ზეზეურად კვდებიან"  რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე, თენგიზ კანდინაშვილი
ბარონი - მაქსიმ გორკი “ფსკერზე"  რეჟ. ლილი იოსელიანი
ჯეკი - ტომას ბრანდონი “ჩარლის დეიდა"   , რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
ჯილბერტ გრიფიტი - თეოდორ დრაიზერი “ამერიკული ტრაგედია"   რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
გრიგი - მიხეილ სებასტიანი “უსახელო ვარსკავლავი"    რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
მიხეილ იაროვოი - კონსტანტინე ტრენიოვი “ ლიუბოვ იაროვაია" რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
კორნელი - კარელ ჩაპეკი “დედა"    რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ველიკატოვი - ალექსანდრე ოსტროვსკი “ტალანტები და თაყვანისმცემლები"  რეჟ. დოდო ალექსიძე
ოთარ ნიჟარაძე - გურამ ფანჯიკიძე “თვალი პატიოსანი"    რეჟ. ნუგზარ გაჩავა
ალფრედ ილი - ფრიდრიხ დიურენმატი “ მილიარდერის ვიზიტი"  რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
სერგო ხავთასი - ალექსანდრე ჩხაიძე “როცა ქალაქს სძინავს"   რეჟ. ნუგზარ გაჩავა
მეფე ალექსანდრე - ლევან გოთუა “ გმირთა ვარამი"   რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
ოთარი - ლაშა თაბუკაშვილი “ძველი ვალსი"  რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ავტორი - ილია ჭავჭავაძე ”მგზავრის წერილები”, რეჟისორები თემურ ჩხეიძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი

პრემიები და წოდებები :
საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი
სახელმწიფო პრემია
რუსთაველის პრემია


2011 წლის 25 იანვარს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი