პერსონალი

ზურაბ გაგლოშვილი

მუსიკალური გამფორმებელი

ვფიქრობ თეატრი და მუსიკა ერთმანეთს ავსებს, თითქოს ერთმანეთისთვისაა შექმნილი. იდეალური შემთხვევაა როდესაც მსახიობის ემოცია, სიტყვები, მისი განცდები და გაჟღერებული ნოტები ერთმანეთს ემთხვევა...


1995 წელს დაამთავრა ხელოვნების მენეჯერთა უმაღლესი სასწავლებელი.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თეატრში აქვს გაფორმებული ასამდე სპექტაკლი.
1993 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა ზღაპრის თეატრში,
1997 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე,
1997 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა თეატრალურ სარდაფში ვაკეში,
2006 წლიდან დღემდე მუშაობს თითების თეატში,
2006 წლიდან დღემდე მუშაობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
სპექტაკლები აქვს გაფორმებული სოხუმის, რუსთავის, ახალციხის და ქუთაისის თეატრებში.
ასევე გაფორმებული აქვს სპექტაკლები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გაფორმებული სპექტაკლები:

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
”ორთა ბოდვა” - რეჟისორი ოთარ ეგაძე
”მარიო და ჯადოქარი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”ფაუსტი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”მეტამორფოზა” - რეჟისორი ლევან წულაძე
”უსახელო ვარსკვლავი” - რეჟისორი ოთარ ეგაძე
”ხმაური სცენის მიღმა” - რეჟისორი ოთარ ეგაძე
”აკუსტიკა” - რეჟისორი ლევან წულაძე
”ლიფტიორი” - რეჟისორი ლევან წულაძე

თეატრალური სარდაფი ვაკეში :
”ვენეციელი ვაჭარი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”გველის მჭამელი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”ძია ვანია” - რეჟისორი ოთარ ეგაძე
”სხვა მთვარე” - რეჟისორი ლევან წულაძე
”ქრონიკები” - რეჟისორი ოთარ ეგაძე

თითების თეატრი:
”კედელი” - რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი
”PAS D ‘ ACTION” - რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი
”ჩემი ჰამლეტი” -რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი
”მოხეტიალე სული” -რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
”ყვარყვარე თუთაბერი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”დაუსრულებელი სიზმარი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”ქაქუცა ჩოლოყაშვილი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”ძალად ექიმი” - რეჟისორი გიზო ჟორდანია
”ლუარსაბ თათქარიძე” - რეჟისორი გიზო ჟორდანია
”რევიზორი” - რეჟისორი გიზო ჟორდანია
კოკი მიტანი ”ჟოლო” - რეჟისორი ლევან წულაძე
”ეუხენა ბალბოა”- რეჟისორები ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
”პეიზაჟს აკლია სითბო” - რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
”ქალები” - რეჟისორი ციცინო კობიაშვილი
”ტყუილ - მართალი” - რეჟისორი ზურაბ ქიქოძე
უილიამ შექსპირი "როგორც გენებოთ" - რეჟისორი ლევან წულაძე
გურამ ბათიაშვილი "კოტე მარჯანიშვილი" - რეჟისორები ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
ლევ ტოლსტოი "ჰაჯი-მურატი" რეჟისორი გიზო ჟორდანია
ჩარლზ დიკენსი "საშობაო სიმღერა" - რეჟისორი ლევან წულაძე
ჟან - ბატისტ მოლიერი "ტარტიუფი" რეჟისორი ლევან წულაძე
"მთვრალი ალუბალი" ტექსტის ავტორი და რეჟისორი: ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი
ამელი ნოტომი "საწვავი" რეჟისორი თათა პოპიაშვილი
ალექსანდრე ელიგულაშვილი - პელეგი "შევხვდებით სამოთხეში" რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი
ჯონ პატრიკ შენლი " ეჭვი" რეჟისორი გურამ ვაშაკიძე
ნიკოლოზ გოგოლი "შეშლილის წერილები" რეჟისორი ლევან წულაძე
დარიო ფო "დაანებე ჩემს ცოლს თავი!" რეჟისორი ციცინო კობიაშვილი
თენესი უილიამსი "მშვენიერი კვირა დღე" რეჟისორი გურამ ვაშაკიძე
"თამაში მაგიდასთან" რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი (მარჯანიშვილის თეატრის და თითების თეატრის ერთობლივი პროექტი)
ნილ საიმონის მიხედვით "კაცები" რეჟისორი ციცინო კობიაშვილი
გიზო ჟორდანია,ნანა ჟორდანია "თეთრი იასამანი" რეჟისორი გიზო ჟორდანია
ვაცლავ ჰაველი "წასვლა" რეჟისორები ლევან წულაძე, დათო ჩხარტიშვილი
დავით კლდიაშვილის მიხედვით "ბაკულას ღორები" რეჟისორები: ლევან წულაძე. ანა ცუცქირიძე 

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი :
”რა - დიო” - რეჟისორი ოთარ ეგაძე
”ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი” - რეჟისორი ლევან წულაძე
”დედილო კურაჟი” - რეჟისორი ნანა დემეტრაშვილი
”პატარა ადამიანი” - რეჟისორი ნიკა შველიძე
”კაზანოვას დაბრუნება” - რეჟისორი ლევან წულაძე