პერსონალი

გურამ ვაშაკიძე

რეჟისორი

ტექნოპროგრესმა 21-ე საუკუნეში ადამიანები გაგვაუცხოვა და თან გაგვამთლაინა. თამაში აუცილებელი პირობა გახდა "ბრძოლის ველზე". თეატრი ჩემთვის ეს ის ადგილია, სადაც მარტოხელები ვიკრიბებით და თანაარსებობის განმავლობაში, გვჯერა და ვიჯერებთ ჩვენს ბედნიერებას. თეატრი ჩემთვის ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები ერთმანეთს უხმოდ და ერთმანეთის უნახავად სიყვარულს უხსნიან და ეკამათებიან. თეატრი ეს ის ადგილია , სადაც უსიტყვოდ საიდუმლოც კი წარმოთქმულია. ჩემთვის თეატრი საყვარელი და ბუზღუნა მასწავლებელია.

1984 წელს ჩააბაარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში (ამჟამად, უნივერსიტეტში) დრამის რეჟისურის ფაკულტატზე  - პროფ. მიხეილ თუმანიშვილის და პროფ. ლილი იოსელიანის სახელოსნო.

საკურსო დადგმები: 
მიშელ ფორი "ეშმაკი შეუჩნდათ"
მორის მეტერლინკი  "ბრმები " 
ოქტავ მირბო "ჯენტლმენები"

სადიპლომო ნამუშევარი:
პოლიკარპე კაკაბაძე "სამი ასული" ( გორის გიორი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
1990 - 1993 წლებში - რეჟისორი თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. 

დადგმები: 
ე.შვარცი " წითელქუდა" (რეჟისორ შ. გაწერელიასთან ერთად)
მარკ ტვენი "ტომ სოიერის თავგადასავალი"( რეჟისორ შ გაწერელიასთან ერთად)

1993 - 2008 წლებში რეჟისორი და დრამატული ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი - თბილისის მოზარდმაყურებელთა რუსულ სახელმწიფო თეატრში.

დადგმები:
"წერო და საფრთხობელა"
 (იაპონური ხალხური ზღაპრების მიხედვით)
ედუარდ რაძინსკი "მოხუცი მსახიობი ქალი დოსტოევსკის მეუღლის როლზე"

დრამატული ხელოვნების სკოლაში  განხორციელებული დადგმები: 
ანა ახმატოვა "რექვიემი"
ნიკოლოზ ბარათაშვილი "ადრეული ლირიკა"

2008 წლიდან მუშაობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თაეტრში.
ამავე წელს, იყო მარჯანიშვილის თეატრის და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - გერმანული ახალი დრამის კითხვის კვირეულის მოდერატორი.

დადგმები:
2010 - "ტანგო ნაბიჭვართან" (რეჟისორ ხარშილაძესთან ერთად)
2013 -  მარტინ მაკ - დონაჰი "სილამაზის დედოფალი"
2014 -  ჯონ პატრიკ შენლი "ეჭვი"
2015 - თენესი უილიამსი "მშვენიერი კვირა დღე"

განუხორციელებული ინსცენირებები:

"რამდენიმე საათი სიკვდილმისჯილის ცხოვრებიდან" ( მონოპიესა, თეატრალური ინსტიტუტი, ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების მიხედვით),
"ზღაპარი მეფეზე" ( ა. პეშკინის " ზღაპარი სალთან მეფეზე" და "ოქროს თევზი" მიხედვით, მოზარდმაყურებელთა რუსულული თაეტრი)
ოსკარ უაილდი "ბულბული და ვარდი" (დრამატული ხელოვნების სკოლა).

ავტორია 90-იან წლებში ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული ესეებისა:
"მედროვე ვნება"( ვერნერ ჰერცოგი)
"სათვალიანი ბერიკაცი" ( მიხეილ თუმანიშვილი)
"ერთი კადრის შესახებ" (პიერ პაოლო პაზოლინი)
"სადღეგრძელო" (ლევან წულაძე)