პერსონალი

ციცინო კობიაშვილი

რეჟისორი

თეატრი არასდროს დაბერდება. ხალხს თეატრის  გარეშე არ შეუძლია!

"თეატრი ჩემთვის ყველაფერია, იმ სიამოვნებას რასაც სპექტაკლის დადგმის დროს განვიცდი არ გავცვლი არც ერთ დამსახურებაზე და ჯილდოზე..სცენაზე მსახიობები  რეალობას ეთიშებიან,  თამაშის დროს  თავისი გმირის სიცოცხლით ცხოვრობენ. ის გმირიც ცოცხალი არსებაა  და მისი გრძნობები  და განცდებები მაყურებელს გადაეცემა. სპექტაკლის შემდეგ  ერთი ადამიანი მაინც  თუ გავა პარტერიდან  ოდნავ  უკეთესი,  ჩემი მიზანი მიღწეულია."
ციცინო კობიაშვილი

1980 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი
2000 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  თეატრალური უნივერსიტეტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი (პროფესორ ლილი იოსელიანის სახელოსნო)

განხორციელებული დადგმები:
აკაკი წერეთელი "ბუტიაობა" (თეატრალური სარდაფი)
ჯ. კინოსიტა "წეროს ფრთები" (თეატრალური ინსტიტუტი)
ალეჰანდრო კასონა "განთიადის ფერია" (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
ე. რაზუმოვსკაიას მიხედვით "მრუდე სარკეები" /"ძვირფასო ელენე სერგეევნა"/  (თავისუფალი თეატრი)
დარიო ფო "თავისუფალი სიყვარული" (თეატრალური სარდაფი)
დარიო ფო "გელოდები საყვარელო" (თეატრი ათონელზე)
რიჩარდ ნეში "წვიმის გამყიდველი" (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი)
ალეხანდრო კასონას მიხედვით ”შვიდი ძახილი ოკეანეში” (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
ნილ საიმონი ”ქალები” (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
ჰანს კრისტიან ანდერსენი "თოვლის დედოფალი" (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
ნილ საიმონი "კაცები" (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
დარიო ფო "დაანებე ჩემს ცოლს თავი!" (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
ალდო დე ბენედეტი "სიყვარულის სუბლიმაცია"  (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)