პერსონალი

ალექსანდრე (სანდრო) ელოშვილი

რეჟისორი

მე რომ პირველად თეატრში მოვხვდი მაშინ გარეთ ციოდა, იყო სიბნელე, ხალხი ერთმანეთს თოფებს, ხანდახან ბომბებსაც კი ესროდა...

თეატრი კი,  ის თეატრი მე რომ პირველად მოვხვდი, ძალიან გავდა ბუნკერს, თავშესაფარს, აი, ომის დროს რომ იმალება ხალხი.

დღეს იმ თეატრის ადგილას უშველებელი სავაჭრო ცენტრია, ბევრი მაღაზიებია და ყველაფერს ყიდიან.

ახლა მე სხვა თეატრში ვარ, მოხატული კედლები, ჩუქურთმები, გაბრდღვიალებული ჭაღები, დიდი დარბაზი რბილი სავარძლებით...

როდესაც სპექტაკლის დასრულებისას, ანუ როდესაც სპექტაკლის ფინალიდან „პაკლონამდე“ რამოდენიმე წამით შუქი ქრება, სიბნელეში ის დრო მახსენდება როდესაც მე პირველად თეატრში მოვხვდი, თეატრში, რომელიც ბუნკერს გავდა, თავშესაფარს...

ყვარყვარე ამბობს: იყო სიბნელე და უკუნი, მოვიდა ნათელი და გაიხსნა ცა...

ახლა ასეა გარეთ, ბომბებს აღარ ისვრიან. თეატრი კი მაინც ბუნკერს გავს, თავშესაფარს, ჩვენი სულების გადასარჩენად...

 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

ილიაუნის თეატრში დადგმული სპექტაკლები:
მარკ კამოლეტი "ფრანგული გარნირი"
კლოდ მანიე "ბლეზი"

დადგმული სპექტაკლები სხვა თეატრებში:

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
ლაშა ბუღაძე "როცა მთავარ გმირს ეძინა"
სამეფო უბნის თეატრი:
"ქეთო და კოტე" ედუარდო დე ფილიპოს მიხედვით (ვანო დუგლაძესთან ერთად)

ამბროლაურის კულტურის ცენტრი:
ბესო ბარათაშვილი "აკუსტიკა"

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწმიფო დრამატული თეატრი:
მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით "ჯაყო - ხვალ ომი იქნება..."
რიჩარდ ბაიერი "Mixed emotions"
ალექსანდრე ელიგულაშვილი - პელეგი "შევხვდებით სამოთხეში"
"მთვრალი ალუბალი" (ავტორი და რეჟისორი, ლევან წულაძესთან ერთად)

შესრულებული როლები:

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
მათხოვარი - "სამგროშიანი ოპერა" (რეჟისორი: ლევან წულაძე)
პიონერი - "აკუსტიკა" (რეჟისორი:  ლევან წულაძე)
ბავშვი - "თვითმკვლელი" (რეჟისორი: ოთარ ეგაძე)
ვასენკა - "სუსტი გული" (რეჟისორი: მიკა კიკაჩეიშვილი)
კაენი - "ბეწვზე გადარჩენილები" (რეჟისორი: ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე)

კინო და ტელე როლები:
ბავშვი - "მარტოობის ორდენის კავალერი" (რეჟისორი: გიორგი ხარაბაძე)

2009-2011 წლებში - თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანაშემწე.

 

გურამ ვაშაკიძე

ტექნოპროგრესმა 21-ე საუკუნეში ადამიანები გაგვაუცხოვა და თან გაგვამთლაინა. თამაში აუცილებელი პირობა გახდა "ბრძოლის ველზე". თეატრი ჩემთვის ეს ის ადგილია, სადაც მარტოხელები ვიკრიბებით და თანაარსებობის განმავლობაში, გვჯერა და ვიჯერებთ ჩვენს ბედნიერებას. თეატრი ჩემთვის ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები ერთმანეთს უხმოდ და ერთმანეთის უნახავად სიყვარულს უხსნიან და ეკამათებიან. თეატრი ეს ის ადგილია , სადაც უსიტყვოდ საიდუმლოც კი წარმოთქმულია. ჩემთვის თეატრი საყვარელი და ბუზღუნა მასწავლებელია.

1984 წელს ჩააბაარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში (ამჟამად, უნივერსიტეტში) დრამის რეჟისურის ფაკულტატზე  - პროფ. მიხეილ თუმანიშვილის და პროფ. ლილი იოსელიანის სახელოსნო.

საკურსო დადგმები
მიშელ ფორი "ეშმაკი შეუჩნდათ"
მორის მეტერლინკი  "ბრმები
ოქტავ მირბო "ჯენტლმენები"

 

სადიპლომო ნამუშევარი:
პოლიკარპე კაკაბაძე "სამი ასული" ( გორის გიორი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
1990 - 1993 წლებში - რეჟისორი თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. 

 

დადგმები
.შვარცი " წითელქუდა" (რეჟისორ შ. გაწერელიასთან ერთად)
მარკ ტვენი "ტომ სოიერის თავგადასავალი"( რეჟისორ შ გაწერელიასთან ერთად)

1993 - 2008 წლებში რეჟისორი და დრამატული ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი - თბილისის მოზარდმაყურებელთა რუსულ სახელმწიფო თეატრში.


დადგმები:
"წერო და საფრთხობელა" (იაპონური ხალხური ზღაპრების მიხედვით)
ედუარდ რაძინსკი "მოხუცი მსახიობი ქალი დოსტოევსკის მეუღლის როლზე"


დრამატული ხელოვნების სკოლაში  განხორციელებული დადგმები
ანა ახმატოვა "რექვიემი"
ნიკოლოზ ბარათაშვილი "ადრეული ლირიკა"

2008 წლიდან მუშაობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თაეტრში.

ამავე წელს, იყო მარჯანიშვილის თეატრის და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - გერმანული ახალი დრამის კითხვის კვირეულის მოდერატორი.

 

დადგმები:
2010 - "ტანგო ნაბიჭვართან(რეჟისორ ხარშილაძესთან ერთად)
2013 -  
მარტინ მაკ - დონაჰი "სილამაზის დედოფალი"
2014 -  ჯონ პატრიკ შენლი "ეჭვი"
2014  - ტენესი იულიამსი „ მშვენიერი კვირა დღე“
2016 - ფრიდრიხ დიურენმატი "მოხუცი ქალის ვიზიტი

 

განუხორციელებული ინსცენირებები:

"რამდენიმე საათი სიკვდილმისჯილის ცხოვრებიდან" ( მონოპიესა, თეატრალური ინსტიტუტი, ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების მიხედვით),
"ზღაპარი მეფეზე" ( ა. პეშკინის " ზღაპარი სალთან მეფეზე" და "ოქროს თევზი" მიხედვით, მოზარდმაყურებელთა რუსულული თაეტრი)
ოსკარ უაილდი "ბულბული და ვარდი" (დრამატული ხელოვნების სკოლა).


ავტორია 90-იან წლებში ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული ესეებისა:
"მედროვე ვნება"( ვერნერ ჰერცოგი)
"სათვალიანი ბერიკაცი" ( მიხეილ თუმანიშვილი)
"ერთი კადრის შესახებ" (პიერ პაოლო პაზოლინი)
"სადღეგრძელო" (ლევან წულაძე)