პერსონალი

თეიმურაზ კუპრავა

რეჟისორი

თეატრის რეჟისორი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს შექმნას ახალი რეალობა, ახალი პირობითი სამყარო და ყველაფერზე, რაც ამ გამოგონილ სამყაროში ხდება, თვითონ რეჟისორია პასუხისმგებელი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ახალგაზრდა ხარ, არ მოგწონს ირგვლივ არსებული რეალობა. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ თეატრი გაძლევს საშუალებას, შექმნა ახალი და განსხვავებული სამყარო. თეატრის ამოცანა არ არის არსებული რეალობის ასახვა, ის უბრალოდ ცდილობს, ადამიანებს სამყარო სხვა კუთხით დაანახოს, იმისთვის, რომ მათ შეძლონ სხვისი თვალითაც დაინახონ თუნდაც ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, იმისთვის, რომ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულებები მომხდარი მოვლენებისადმი და რაც მთავარია, გაუჩნდეთ რაღაცის კეთების სურვილი, ოღონდ არა მოვალეობის მოხდის, არამედ იმ მიზნით, რომ შეეცადონ, ნებისმიერ საქმიანობას მიუდგნენ შემოქმედებითად. ერთ საინტერესო წიგნში წერია: ,,ჩვენ გვამცნობენ საქმენი ჩვენნი".

დაიბადა ქალაქ სოხუმში 1978 წლის 29 აგვისტოს.

2001 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, დრამის სარეჟისორო ფაკულტეტზე.
2008 წლიდან მუშაობს თეატრალურ უნივერსიტეტში ასისტენტ პედაგოგად.

მარჯანიშვილის თეატრში დადგმული აქვს:

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (2013)

ინგმარ ბერგმანის „რეპეტიციის შემდეგ“ (2013) 

ფრანც კაფკას „პროცესი“ (2014)

ენტონი შეფერი "მეორედ მოსვლა" (2015)