პერსონალი

ნინო სურგულაძე

მხატვარი

 თეატრში მსახიობი მხატვრის მიერ შექმნილ გარემოში ცხოვრობს და მის მიერ შექმნილი კოსტიუმი აცვია. კოსტიუმი გმირის ბუნებას, ხასიათს, კონკრეტული დროის სოციალურ და ეროვნულ ნიშნებს მოიცავს. კოსტიუმი სპექტაკლის სამყაროს ორგანული ნაწილია და საერთო სურათში ეწერება.
ყველაფერი ეს კი ესკიზით იწყება.
ესკიზი - რეჯისორის, მხატვრისა და მსახიობის ერთიანი იდეის განხორციელებაა. როცა ესკიზიდან პერსონაჟის კოსტიუმი შეკერილ სამოსად გადაიქცევა და მას მსახიობი მოირგებს, მხატვრის ჩართულობა არახილვადი ხდება და ყველაფერი უკვე შეგრძნების დონეზე გადადის.
კოსტიუმი - ისევე როგორც ცხოვრებაში, ასევე როლის შემთხვევაში თავის განსაკუთრებულ ხასიათს, შინაგან განწყობას და პერსონაჟს ქმნის.

ნინო სურგულაძემ  მუშაობა ლევან წულაძესთან ერთად 2004 წელს,  ”თეატრალურ სარდაფში” დაიწყო.

თეატრალური სარდაფი:

 ”ოსკარიუჩინმაჩინის ქუდიფიგარო”.


მარჯანიშვილის თეატრში აქვს გაფორმებული სპექტაკლები:

ალეჰანდრო კასონას მიხედვით "ეუხენა ბალბოა" რეჟისორები ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
ჯოვანი ბოკაჩოს მიხედვით "დეკამერონი" რეჟისორი ლევან წულაძე
გურამ ბათიაშვილი "კოტე მარჯანიშვილი" რეჟისორები ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
კოკი მიტანი "ჟოლო" რეჟისორი ლევან წულაძე
უილიამ შექსპირი  ”როგორც გენებოთ" რეჟისორი ლევან წულაძე
უილიამ შექსპირი "ჰამლეტი" რეჟისორი თემურ კუპრავა
ინგმარ ბერგმანი "რეპეტიციის შემდეგ" რეჟისორი თემურ კუპრავა
ჩარლზ დიკენსი "საშობაო სიმღერა" რეჟისორი ლევან წულაძე
ჟანბატისტ მოლიერი "ტარტიუფი" რეჟისორი ლევან წულაძე
"მთვრალი ალუბალი" ტექსტის ავტორი და რეჟისორი: ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი
ჩარლზ დიკენსი "საშობაო სიმღერა" რეჟისორი ლევან წულაძე
ნიკოლოზ გოგოლი "შეშლილის წერილები" რეჟისორი ლევან წულაძე
ალექსანდრე ელიგულაშვილი - პელეგი "შევხვდებით სამოთხეში" რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი
ჯონ პატრიკ შენლი "ეჭვი" რეჟისორი გურამ ვაშაკიძე
ფრანც კაფკა "პროცესი" რეჟისორი თემო კუპრავა
გიზო ჟორდანია,ნანა ჟორდანია "თეთრი იასამანი" რეჟისორი გიზო ჟორდანია
თენესი უილიამსი "მშვენიერი კვირა დღერეჟისორი გურამ ვაშაკიძე
დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი" რეჟისორი გიორგი კავილაძე (ლევან წულაძის ჯგუფი)
ტენესი უილიამსი "მინის სამხეცე" რეჟისორი ავთანდილ დიასამიძე (ლევან წულაძის ჯგუფი)
დავით კლდიაშვილის მიხედვით "ბაკულა ღორები" რეჟისორები: ლევან წულაძე, ანა ცუცქირიძე

 

2014 წლის 8 დეკემბერს გაიმართა ნინო სურგულაძის კოსტიუმების გამოფენა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში. ექსპოზიციაზე წლების განმავლობაში მხატვრის მიერ სხვადასხვა სპექტაკლებისთვის შექმნილი თეატრალური და სასცენო კოსტიუმები იყო წარმოდგენილი.

2015 წელს მისი კოსტიუმები გამოფენილი იქნა პრაღის კვადრენალეზე.