სამხატვრო ხელმძღვანელი
გოგი მარგველაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დრამის რეჟისორის სპეციალობით 1980 წელს.
პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო;
მან არაერთი თაობა აღზარდა; 1989 წლიდან არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი;
2005-2009წწ. ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2009 წლიდან კი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია;
2014-2020წწ. თბილისის თეატრისა და კინოს სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2020-2023წწ. უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი;
2023 წლის პირველი აპრილიდან დაინიშნა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ;
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში, კინომსახიობთა, თავისუფალ და გრიბოედოვის თეატრებში დადგა სპექტაკლები:
"ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"
"ჯულიეტა და რომეო"
"ალუბლის ბაღი"
"ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი"
"სამი და"
"სამანიშვილის დედინაცვალი"
"მოთამაშეები"
"შეშლილის წერილები"
"ჰელვერის ღამე" და სხვა;
რეჟისორის საქმიანობა არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა.
მათ შორის არის:
თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისთვის (1995)
რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის (1996)
პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის (საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 2001)
პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისთვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004) და სხვა.
2024 წლის მარტიდან, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
• საქართველოს "რეჟისორთა ლიგა", ერთ-ერთი დამფუძნებელი
• საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, გამგეობის წევრი