

დირექტორი
ეკატერინე მაზმიშვილი
დირექტორი
…21-ე საუკუნეა! ტყუილი აღარაა კონკურენტუნარიანი. და არც მომგებიანი.
…თავისუფლება ოცნებაა. თეატრში მხოლოდ ამ თავისუფლების გამო ვარ. თეატრში მხოლოდ ლევან წულაძესთან ერთად ვიმუშავებ!
…გინახავთ კულისები სპექტაკლის დროს? გინახავთ მსახიობები რეპეტიციების დროს? ყველა სათითაოდ შეგიყვარდებათ. შეგიყვარდებათ ის ენერგია, რომელსაც ისინი გასცემენ, ის „საუკეთესო როლის“ სურვილი, რომელიც მათ ამოძრავებთ, თავდადება, რომელიც მაყურებელს ეკუთვნის. სამუშაო, რომელიც არასდროს გადადის „მექანიკაში“ და ყოველთვის თავიდან იბადება. მოიხიბლებით იმ დინამიკით, რომელიც სცენის მიღმაა - იმ გაუგონარი წესრიგით, რომელიც მხოლოდ სპექტაკლს ემსახურება...
განათლება:
• ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
• ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის ფაკულტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (პრაღა , ჩეხეთი)
წოდება : MA in Arts
• არტ - მენეჯმენტის ფაკულტეტი, Uniman Academy of Management, Grenoble, (საფრანგეთი) წოდება : PhD in arts
• გავლილი აქვს არტ– მენეჯმენტის პრაქტიკისა და თეორიის კურსები ზალცბურგის არტ მენეჯმენტის აკადემიაში
• ამერიკაში; ბულგარეთში; ბუდაპეშტში
სამუშაო გამოცდილება :
• 2009 წლიდან „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ დირექტორი
• 2006 წლიდან „მარჯანიშვილის თეატრის“ მმართველი
• 2005–2006 – „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“, მენეჯერი
• 1998 - 2005 – „თეატრალური სარდაფი“ , აღმასრულებელი მენეჯერი
• 1995 - 2000 – პროგრამების კოორდინატორი , ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
• 2015 - 2016 – ბათუმის „ქუჩის თეატრის პროექტების" კურატორი
• 2018 წელი - „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობი" თეატრალური პროგრამის კურატორი
• არის რამოდენიმე საერთაშორისო გამოფენისა და პროექტის ავტორი
სამეცნიერო გამოცდილება:
• Ph.D - ხელოვნების მენეჯმენტი, UniMan Academy of Management, Grenoble, Gრენობლე, საფრანგეთი
• აქვს გამოქვეყნებული რამოდენიმე კვლევითი ნაშრომი
პედაგოგიური პრაქტიკა:
• 2004 - 2005 წწ. - საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი