

ევროპის თეატრალური კონვენცია (ETC)
ევროპის თეატრალური კონვენცია
1988 წელს ევროპის თეატრალური კონვენციის დაარსების მიზანი იყო თანამედროვე დრამატული თეატრების პოპულარიზაცია და მტკიცე კავშირის შექმნა საერთო პლატფორმის საფუძველზე. კონვენციამ საფუძველი ჩაუყარა არტისტების მობილიზებას, საერთო და გაცვლითი პროექტების შემუშავებას მთელი ევროპის მასშტაბით.
დღეს ევროპაში ერთ - ერთი ყველზე ძლიერი კავშირი 25 ქვეყნის 40 თეატრს აერთიანებს.
კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნას და იდეების განხორციელების შესაძლებლობას.
კონვენციის ინოვაციური და კრეატიული პროექტები საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს თეატრის განსხვავებულ ხედვას თავაზობს.
2015 წელს მარჯანიშვილის თეატრი ევროპის თეატრალური კონვენციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
მარჯანიშვილის თეატრის და ევროპის თეატრალური კონვენციის განხორციელებული პროექტი
ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას - მოკლე აღწერა
ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2016 - სექტემბერი 2018
დადგი შენი ქალაქი პარტნიორი თეატრების პროექტია ნენსი-ლორანის ნაციონალური დრამატული ცენტრის, Théâtre de la Manufacture ( საფრანგეთი), ბადენის სახელმწიფო თეატრის, კარლსრუე (გერმანია) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის (საქართველო). პროექტი ევროპული თეატრალური კონვენციის კო-პროდუქციაა და ხორციელდება ევროპული თეატრალური ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიებს. ევროპის თეატრალური ლაბორატორია ევრო-გაერთიანების შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ არის თანადაფინანსებული.
დადგი შენი ქალაქი ორ ტრენდის შერწყმაა, ერთის მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების და მეორეს მხრივ, მონაწილეობითი თეატრის. იგი იყენებს გაძლიერებულ (AR), შერეულ და ვირტუალურ რეალობას, 360 °-ანი ვიდეოს, თამაშების ელემენტებს და მოიცავს ქალაქის ტურს, სადაც მონაწილეებს მეგზურობას აპლიკაცია უწევს. მონაწილეობითი მიდგომა აუდიტორიას აძლევს საშუალებას ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში და თვითონაც იპოვოს გზა ამ მომავლის დისტოპიური ზღაპრიდან, სადაც ქალაქს ხელოვნური ინტელექტის ზიგმაგორას ბატონობა ემუქრება. მონაწილეები ინტერაქტიულად იკვლევენ თავიანთ ქალაქს და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებენ, როგორებიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, იდენტობა და სიყვარული.