ინფორმაცია ბილეთების დაბრუნებასთან დაკავშირებით!!!

ინფორმაცია ბილეთების დაბრუნებასთან დაკავშირებით!!!

ძვირფასო მეგობრებო!

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ აქამდე ვერ მოხერხდა ბილეთების თანხის დაბრუნება.
გთხოვთ 1 მარტამდე მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე, სალაროში შეძენილი ბილეთების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

 

1. სახელი, გვარი
2. პირადი ნომერი
3. საკონტაქტო ნომერი
4. ბილეთების რაოდენობა (თან დართული ბილეთის ან/და ბილეთების ფოტო) ასევე ინფორმაცია გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ.

1 მარტის შემდეგ თეატრს თუ მიეცემა სალაროს გახსნის შესაძლებლობა, კუთვნილი თანხა გაიცემა ხელზე სალაროდან. იმ შემთხვევაში თუ სალაროს გახსნის შესაძლებლობა იქნება შეზღუდული, შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, როგორ მოხდება თანხის დაბრუნება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: +995 599 10 40 11
Email: tia@marjanishvili.com

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას!
პატივისცემით,
თეატრის ადმინისტრაცია