პრემიერა! პრემიერა ! პრემიერა !

პრემიერა! პრემიერა ! პრემიერა !

იდუმალი ვარიაციები

 

ერიკ-ემანუელ შმიტი
 
თარგმანი ლილი ფოფხაძის

 

რეჟისორი თემურ ჩხეიძე
სცენოგრაფია ლევან წულაძის
მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო ინსტალაცია დავით დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე ნინო კალანდაძე

 

 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: 

აბელ ზნორკო  - გია ბურჯანაძე
ერიკ ლარსენი  -ალეკო მახარობლიშვილი
 

სპექტაკლზე მუშაობდნენ
სადადგმო განყოფილების უფროსი არჩილ დვალიშვილი
ხმის ოპერატორი – ზაზა ოსიტაშვილი
განათების ოპერატორი - თამაზ დუდაშვილი
მკერავები - ქეთევან ჯიბლაძე, ქეთევან წეროძე
ჩამცმელები - ნაზიბროლა ჩანტლაძე
რეკზივიტორი - ნინო მჭედლიძე
მომარაგების სამსახურის თანამშრომლები - ირაკლი ჭუმბურიძე, გიორგი ბუთლიაშვილი
სცენის მემანქანეები - ლაშა პაპუაშვილი, თენგიზ ქერდიყოშვილი, მამუკა ტაბუცაძე
მხატვარ-გამფორმებელი - კახა ღონღაძე
ბუტაფორ -დეკორატორი - მადლენა ბუხრაშვილი
დურგალი - რევაზ კუპრაძე
დურგალი, ელშემდუღებელი - მალხაზ ძაგანიშვილი

 

,,მე სიცოცხლეზე, ადამიანებზე შეყვარებული ოპტიმისტი კაცი ვარ,  " - ამტკიცებს ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ ემანუელ შმიტი. თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მისი წიგნები ადამიანებს კურნავს. თავად ავტორი კი ამტკიცებს, რომ კაცობრიობისადმი სიყვარული უნერგავს მას სიკეთეს. ფრანგი მწერლის თხზულებათა გმირები ისტორიული ფიგურები, ლიტერატურული სახეები, ბიბლიური პერსონაჟები არიან. ერთი შეხედვით, თითქოს მათზე უკვე ყველაფერი ითქვა, დაიწერა. შმიტი კი ახალ საიდუმლოებებს ააშკარავებს, ცდილობს ახსნას მათი ქმედებები და  პოულობს თავის პასუხებს.

შმიტის პიესა „იდუმალი ვარიაციები“  მარადისობისაგან ბრძოლით მოპოვებულ სიყვარულზეა, სიყვარულზე, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული არც  გეოგრაფიაზე და არც ქრომოსომათა რაოდენობაზე.  პიესა ორზეა. სიუჟეტი მთის მდინარის დინებასავით იდუმალი და ცვალებადია. სიყვარული და ფილოსოფია... მიწიერი და არამიწიერი...

ამ მრავალსახოვანი პიესის მთავარი არსი კი ის არის, რომ შეუძლებელია ბოლომდე გაუგო სხვა, თუნდაც საყვარელ ადამიანს. მისი სული ,,ამოუხსნელი ვარიაციასავითაა", რომლის მელოდიაც დროდადრო თითქოს ჩაგესმის, მერე კი იკარგება ქაოსში ან სხვა მელოდიათა ჰარმონიაში.
 

სპექტაკლი გაიმართება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით.

ამ ეტაპზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე https://biletebi.ge/marjanishvili-theatre/Schedule
სპექტაკლის დასაწიყი 16:00 საათი

 

პრემიერა შედგება  24 აპრილს, 2021
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი:  25, 15 ლარი