ინფორმაცია მწვანე პასპორტის შესახებ!

ინფორმაცია მწვანე პასპორტის შესახებ!

ძვირფასო მეგობრებო,

როგორც იცით 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, მწვანე პასპორტი, რის გარეშეც ვერ მოხდება სპექტაკლზე დასწრება.
თუ გაქვთ სმარტფონები გთხოვთ გადმოწეროთ აპლიკაცია "Georgia e-health” სადაც დარეგისტრირების შემდეგ გამოჩნდება თქვენი მწვანე სტატუსი, თუ არ გაქვთ სმარტფონი გთხოვთ თან იქონიოთ აცრის საბუთი ან ტესტის პასუხი ამობეჭდილი, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!
მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“

თეატრის კარი გაიღება 19:00 საათზე, რადგან დროულად მოხდეს მწვანე პასპორტის შემოწმება.

გისურვებთ ჯანმთელობას!

თეატრის ადმინისტრაცია