

#პრემიერა 16/17/20 ნოემბერი - სადრაც ამერიკაში
#პრემიერა 16/17/20 ნოემბერი - სადრაც ამერიკაში
სადღაც ამერიკაში
ქეთევან ხარშილაძე-ასსერი, ჯონ ასსერი
პიესაში გამოყენებულია ალექსანდრე ნარსიას მინიმები
პიესის რედაქტირება შესრულებულია მონაწილე მსახიობების მიერ
რეჟისორები - ქეთევან ხარშილაძე-ასსერი
სცენოგრაფია ლევან წულაძის, ავთო დიასამიძის
კოსტუმების მხატვარი - ოლიკო ბერაძე
მუსიკალური გამფორმებული - ზურა გაგლოშვილი
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
ვიდეო ინსტალაცია - დავით დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ლიკა მამიაშვილი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ომმა - ნანი ჩიქვინიძე
ლია - ნინო გომართელი
ევა - ნინო დუმბაძე
მაქსი - დიმიტრი ტატიშჭვილი
ნანა - ია შუღლიაშვილი
გიარი / თომი - ონისე ონიანი
ნელი - ირმა ბერიანიძე
ტასო - ლილე ფილფანი
ნინა - ქეთევან გეგეშიძე
ქეთი - თეონა ქოქრაშვილი / მაია კაციტაძე
სპექტაკლზე მუშაობდნენ:
სადადგმო განყოფილების უფროსი - არჩილ დვალიშვილი
ხმის ოპერატორი – ლია შილაკაძე
განათების ოპერატორი - კახა მუმლაძე, თამაზ დუდაშვილი, კახა წიკლაური
მკერავები - ქეთევან ჯიბლაძე, ქეთევან წეროძე
ჩამცმელები - ქეთევან მამოიანი, ლელა ბესელია
რეკზივიტორი - ნინო მჭედლიძე
გრიმიორი - მარინა კოსენკო
მომარაგების სამსახურის თანამშრომლები - ირაკლი ჭუმბურიძე, გიორგი ბუთლიაშვილი
სცენის მემანქანეები - გიორგი ვიშნევსკი, ლაშა პაპიაშვილი, თენგიზ ქერდიყოშვილი
მხატვარ-გამფორმებელი - კახა ღონღაძე
ბუტაფორ -დეკორატორი - მადლენა ბუხრაშვილი
დურგალი - რევაზ კუპრაძე
დურგალი, ელშემდუღებელი - მალხაზ ძაგანიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი არის ქართველ ქალებზე, რომლებსაც პირადი თუ ეკონომიური მიზეზების გამო მოუწიათ საქართველოს დატოვება და შეერთებულ შტატებში გადახვეწა.
მთავარი გმირები არიან ქართველი ქალი ლია, რომელსაც სურს ამერიკაში ლეგალი გახდეს და ამერიკელი მოხუცი ქალბატონი ომმა, რომელსაც უნდა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებიც თავის საყვარელ ოჯახში გაატაროს.
ამ ორი განსხვავებული პიროვნების დამოკიდებულება, მათი ტკბილმწარე მეგობრობა, იუმორით შეზავებული დიალოგები, სხვა ამერიკელი და ქართველი პერსონაჟების ცხოვრების აღმასვლა თუ დაღმასვლა მაყურებელს გააცნობს იმ ცხოვრებას რასაც არალეგალი ემიგრანტის ცხოვრება ჰქვია.
სპექტაკლი გვაძლევს რეალურთან დაახლოებულ სურათს იმისა, თუ რას ნიშნავს ამ ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნისა და კულტურის პირობებში, ქართველი ემიგრანტი ქალისათვის მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვითგადარჩენის მცდელობა...
ერთის მხრივ სპექტაკლი მაყურებელს გაართობს პერსონაჟების თავგადასავლებში თანამონაწილეობით და მეორეს მხრივ ჩააფიქრებს საქართველოდან მოძალებული იმიგრაციის ავკარგიანობაზე.
დასაწყისი: 20:00 საათი
ბილეთის ფასი - 25 ლარი, აივანი - 15 ლარი