პრემიერა დიდ სცენაზე - პინოკიო!
პრემიერა დიდ სცენაზე - პინოკიო!
პინოკიო
კარლო კოლოდის ზღაპრის მიხედვით
რეჟისორი და ინსცენირების ავტორი – ნიკა ლუარსაბიშვილი
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი - ნინო კიტია
მუსიკალური გაფორმება – ლევან გვაზავა
ქორეოგრაფი - გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი - ნინო ჟორჟოლიანი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
პინოკიო - ნიკა ჭკადუა
ჯეპეტო, მანჯა ფოკო – ბესო ბარათაშვილი
ჭრიჭინა - ნოდარ დოღონაძე
ბლურჯინიის ფერია – ანა ჯავახიშვილი
კატა, სტრომბოლი - დავით ხურცილავა / ჯეჯი სხირტლაძე
მელა - თამარ ბუხნიკაშვილი / შაკო მირიანაშვილი
პულჩინელა - გიორგი სირბილაძე
არლეკინი – თემო ვაჭარაძე
ბრიგელა – ბაჩი ბეგიაშვილი
კოლომბინა – ნინუცა ცაგარეიშვილი
პატრუქა, ბაბუა ცხვირბალა, ვირთაგვა – ლუკა ხეცურიანი
სპექტაკლის შესახებ:
ყველა გაჭირვებულისა და ობოლის მფარველმა ანგელოზმა, ბლურჯინიის ფერიამ ჯადოსნური მარადმწვანე ხის მორის გადანაჭერი მარტოსული მოხუცის, დურგალ ჯეპეტოს სახელოსნოში გააჩინა, რომლისგანაც ჯეპეტომ პატარა ხის თოჯინა გამოთალა და მას სახელად პინოკიო დაარქვა. პატარა ხის თოჯინა გაცოცხლდა და სწორედ აქედან იწყება მისი თავგადასავალი, რომელიც ფათერაკებითა და
სასწაულებითაა სავსე. პინოკიომ ამ თავგადასავალით უნდა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა, დაითმინოს განსაცდელი, რომ ისწავლოს რა არის სიყვარული, ერთგულება და ნამდვილი თავისუფლება. თუ პინოკიო ამ განსაცდელს დაითმენს მაშინ ის ხის თოჯინა აღარ იქნება და გადაიქცევა ნამდვილ ბიჭუნად. ეს არის მხიარული მუსიკალურ-ინტერაქციული ზღაპარი გარდასახვებითა და შეგონებებით პატარებისთვის და ასევე მათი მშობლებისთვის.
პრემიერა შედგება 2025 წლის დეკემბერში
ბილეთის ფასები:
პარტერი - 30 ლარი
აივანი:
რიგი 1 - 8 ლარი
რიგი 2 - 15 ლარი
რიგი 3 ,4 , 5 - 12 ლარი
რიგი 6 - 8 ლარი