In Tyrannos - სიკვდილი ან თავისუფლება.....

როცა 14 წლის მე-მ, თეატრალურში, დრამის რეჟისურაზე ჩაბარება გადავწყვიტე, პირველი პიესა რომელიც წასაკითხად შემომაჩეჩეს შილერის "ყაჩაღები" იყო.... შტურმ უნდა დრანგიო.... შილერიო.... გენიალურიო.... ახმეტელის დადგმაო.... ჰოდა, ასე შემომეჩეჩა 14 წლის მე-მ "ყაჩაღები".... პირველი პიესა, რომელიც წავიკითხე.... მახსოვს, საშინლად გაწელილი მომეჩვენა, ადგილებში აუტანლად მოსაწყენიც და პრინციპში ალბათ ერთადერთი ვინმე, ვის გამოც პიესას ვერ ველეოდი კარლ მორი იყო.... გერმანულ ლიტერატურაში სულ სამი ე.წ. "ქრაში" მყავდა: კარლ მორი, ვილჰელმ მაისტერი და გენერალი გეცი ბერლიჰინგენიდან.... სამივე სხვადასხვანაირი, მაგრამ სამივე რევოლუციონერი.... მაგრამ პირველი მაინც კარლ მორი იყო....
ჰოდა, პიესას როცა ვკითხულობდი ხოლმე, ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, როგორ დავდგამდი და ეს მიყვარდა პიესის კითხვაში ყველაზე მეტად.... მახსოვს, ვიძახდი, თუ ოდესმე "ყაჩაღებს" დავდგამ, აუცილებლად, საშინლად შევამოკლებ და ერთ-მოქმედებიანი იქნება, მეტი არაა საჭირო-თქო.... გარშემო მეუბნებოდნენ, გენიალურია როგორ შეიძლებაო, და ჩემთვის ზუსტადაც რომ ერთ-მოქმედებაში შეიძლებოდა იმ ყველაფრის ჩატევა, რისი თქმაც საჭირო იყო.... ჰოდა, როცა Saba Aslamazishvili-მა "ყაჩაღები" აიღო და ერთ-მოქმედებიან სპექტაკლად აქცია, მანდ მივხვდი რომ ვიღაც ძალიან კარგ ტიპთან მქონდა საქმე....
წარმოიდგინეთ, ჯერ რა სიგიჟეა, სანდრო ახმეტელის დადგული საკულტო სპექტაკლი რომ აიღო ამდენი წლის მერე და დადგმა გაბედო.... ან ძალიან სულელი უნდა იყო, ან თავზეხელაღებული ავანტიურისტი.... საბა ასლამაზაშვილი საბედნიეროდ მეორეა....
ქართულ თეატრს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს და ძნელია, დღეს დადგა ისეთი რამ, რომელიც თავის სათქმელს იტყვის და ამას გარდა, ექნება თავისი გამორჩეული ხელწერა.... საბა, როგორც რეჟისორი აკეთებს იმას, რასაც კვენტინ ტარანტინო - კინოში და პოსტ-მოდერნისტები ლიტერატურაში.... იპარავს ყველაფერს და გადაძახილი აქვს სხვა ტექსტებთანაც.... და პირველი, რა თქმა უნდა შექსპირთან....
სპექტაკლი, ფრანცის გამოჩენით იწყება, გულის გამაწვრილებელი სიდინჯითა და შეშლილი თვალებით, სადაც ფრანცი ერთდროულად წიგნის პერსონაჟიცაა, მთხრობელიც, დირიჟორიც (რომელიც ორკესტრირებს ყველაფერს რაც უნდა მოხდეს), თავად შილერიც, ძმის ჩრდილქვეშ მყოფი ძმა, მამის არა საყვარელი შვილი, ამალიაზს უიმედოდ შეყვარებული და საოცრად ტრაგიკული პიროვნება, რომელიც შექსპირის "რიჩარდ მესამესავით", თითქოს ეძებს იმ მიზეზებს თუ რატომაა უბედური და ასეთი ბოროტი.... დირიჟორი, თავის მხრივ კარლ მორიცაა და მისი პირველი გამოჩენის დროს ყაჩაღებთან ერთად, ორკესტრსა და დირიჟორს გაათამაშებენ.... კარლი დირიჟორობს, სხვები მის ხელის მოძრაობებზე უკრავენ.... ორივე ძმა, ფრანციცა და კარლიც, ერთგვარად თავიანთი ბედისწერის დირიჟორები არიან, თუმც ფრანცი - გძაგს, რადგან ბოროტია, ხოლო კარლს - უთანაგრძნობ და არომანტიზირებ, რადგან ის ტირანიას ებრძვის და კანონგარეშეა....
მოქმედება დღეს ხდება, თანამედროვეობაში, ანდაც გუშინ, ანდაც იქნებ საერთოდაც მომავალში.... შილერის "ყაჩაღები" საბას დადგმაში, ტყავის ქურთუკებში გამოწყობილან და რევოლვერებით დარბიან.... მეორეს მხრივ, ფრანცი, ამალია და მამა მეტ-ნაკლებად კლასიკურად გამოწყობილან.... ამითი ერთის მხივ ერთმანეთთანაც კონტრასტს ქმნიან და მეორეც უნივერსალურ პესონაჟებად გვევლინებიან, რომლებიც ყველა დროს ერგებიან.... რადგან ტირანიასთან ბრძოლა და რევოლუციონერი ტიპები ყოველთვის და ყველა სივრცეში აქტუალურები არიან....

მუდმივად გასდევს უკანა ფონზე სპექტაკლს და ჩაგესმის ყურებში, გინდაც იმ წამს არ ამბობდნენ ამ სიტყვებს....
"მე ვარ კარლ მორი, მათი მეთაური", ამ სიტყვებითაც ყველაფერი ნათქვამია, იმიტომ რომ ერთგვარად ტირანიასთან მებრძოლი კარლ მორი, თავად ხდება ბოჰემიის ტყეში პატარა ტირანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და "ყაჩაღებს" უბრძანებს, რომ დაემორჩილონ.... მაგრამ მეორეს მხრივ, თითქოს პასუხისმგებლობასაც ირიდებს, რადგან "პიესაში" ხომ ასე წერია.... ანუ ყველაფერი, ბედისწერით, წინასწარ განსაზღვრულია და რა შუაშია აქ კარლ მორი ? აგერო, პიესაში, წერია, რომ შენი პერსონაჟი თავს იკლავსო, ეუბნება კარლი ერთ-ერთ ყაჩაღს და დანარჩენებს უბრძანებს ამ ყოველივეს დარბაზიდან უყურონ.... ერთ-ერთი გენიალური სცენაა სპექტაკლში, რადგან რეალობასა და ირეალობას შორის, თეატრსა და ცხოვრებას შორის ერთგვარად ზღვარი იშლება და უკვე ვერ ხვდები ის ყველაფერი რაც სცენაზე ხდება, მხოლოდ მათ ეხებათ თუ შენც ამ ყოველივეს მონაწილე ხარ....

და თუ "ყაღაღებთან" გვაქვს საქმე, რათ გვინდა დიდებული სასახლეებისა და ფუფუნების ხილვა სცენაზე ?
ამიტომაცაა რომ სპექტაკლში, დეკორაციები, მინიმალისტურია, ბოჰემიის ტყეცა და მორების უზარმაზარი ციხე-სიმაგრეც უბრალოდ მარტივი რკინის კონსტრუქციაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არაფერია აქ, ამ ახალ რეალობაში დიდებული და გასაოცარი.... ჩვეულებრივი რკინის ჩონჩხი, დაცლილი დიდებისაგან და სიდიადისაგან.... თითქოს, ერთგვარი გამოძახილია ერთის მხრივ ფრანცის და მეორეს მხრივ, კარლის შინაგანი სამყაროსი.... ლამაზი ბოჰემიის ტყე, რკინის ლაბირინთული კონსტრუქციაა, ხოლო მორების ციხე-სიმაგრე ისეთივე კარკასი, რკინის კიბეებით....
სპექტაკლში მუდმივად არის გადაძახილი უილიამ შექსპირთან, "მონასტერში წადი ამალია", "ყველა დემონი აქ არის", ფრანცი რომელიც რიჩარდ გლოსტერივით იღებს ხელში ძალაუფლებას.... ალბათ იმიტომაც რომ ერთი შექსპირს ვერავინ გაექცევა და მეორეც იმიტომ ყველაფერი უნდა "მოიპარო" რაც შენამდე შექმნილა, და გარდასახო, თუ გინდა რამე ახალი და განსაკუთრებული მიიღო.... და ეგრეცაა, საბა სპექტაკლში იღებს იმ დიდ ქართულ თეატრალურ ტრადიციას და თავისი ინდივიდუალური ნიჭის წყალობით ახალი ტიპის თეატრად გარდაქმნის.... თეატრად, რომელიც სათქმელს სახეში გახლის, სახეს გაძრობს და გაფიქრებს....
პიესის კითხვისას თუ რამეზე მეშლებოდა ნერვები კარლ მორის მიერ ამალიას მოკვლა იყო, რადგან მაშინ 14 წლის "მე"-ს ბედნიერი დასასრულის ხილვა მინდოდა.... მაგრამ, მერე მივხვდი, რომ მთელი პიესა გაფუჭდებოდა ასე თუ მოხდებოდა.... რადგან ფრაზით "მე ვარ კარლ მორი, მათი მეთაური" ყველაფერი ნათქვამია.... კარლმა უნდა გაწიროს ის ერთადერთი რაც მას ბრძოლაში ხელს შეუშლის.... და ეს ამალია და მისი სიყვარულია.... კარლმა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით უნდა მოკლას ამალია, რომ დარჩეს მეთაურად და ებრძოლოს ტირანიას.... რადგან ტირანიასთან ბრძოლა ის მიზანია, რომელიც სიყვარულზეც კი უარს ათქმევინებს....
სპექტაკლში, ამალიას მოკვლა გენიალურადაა ნაჩვენები, როდესაც კარლი და ამალია ე.წ. "რუსულ რულეტს" თამაშობენ, თუმც ყველამ ვიცით ეს თამაში რა შედეგით დასრულდება.... ბოლოს კარლი თავისი ხელით კლავს იმას ვინც უყვარს.... და შემდეგ მკვდარ ამალიასთან ერთად ათამაშებს სიკვდილის როკვას, ხოლო ამ დროს სცენაზე ქარით მობერილი ქაღალდები შემოდის.... თითქოს შემოდგომაა და შემოდგომის ფოთლები ცვივა ბოჰემიის ტყეში და ამასთანავე ეს მთელი ის ლიტერატურული თუ თეატრალური ტრადიციაცაა, რომელიც შემოვა და წაგლეკავს თუ მასთან ცეკვას არ ისწავლი.....
სპექტაკლის დასასრულს, კარლ მორი დარბაზში ჩამოდის და შეშლილივით იმეორებს ფრაზას "მე ვარ კარლ მორი, მათი მეთაური", სანამ დარბაზში შუქი არ ჩაქვრება.....

ტირანიასთან ბრძოლა გრძელდება, რომელიც აუცილებლად ადრე თუ გვიან კარლის სიკვდილით დასრულდება.... თუმც კარლს სპექტაკლის ბოლოს დასაკარგი აღარაფერი აქვს....
"მე ვარ კარლ მორი, მათი მეთაური"....