პრემიერა - მეორე ნახევარი !

პრემიერა - მეორე ნახევარი !

🎭 პრემიერა 🎭 პრემიერა 🎭 პრემიერა
📅 12, 19, 20 მაისი
📍 თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა
❗️ 12 მაისი — დასაწყისი 19:00
19 და 20 მაისი — დასაწყისი 20:00
🎟 ბილეთები: https://biletebi.ge/theatres/better-half
„მეორე ნახევარი“
პიესის ავტორი — მაკა კუკულავა
რეჟისორი — სოფიო ქელბაქიანი
მხატვარი — ელენე ჯაფარიძე
ტექნიკური რეჟისორი — ლიკა მამიაშვილი
ვიდეო — დათა დვალიშვილი
პოსტერი — ნიკუშა შალიკაშვილი
მონაწილეობენ:
მარიამ ჯოლოგუა
დიმა ტატიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
•თუ გგონია, რომ იცი, საით მიდის ეს ამბავი — სწორედ აქ ცდები.
ორი ადამიანი. ერთი ღამე.
კითხვა — როგორია ცხოვრების მეორე ნახევარი.
ეს არის შეხვედრა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთში ირევა,
სადაც სიტყვები ზოგჯერ უფრო მეტს აზიანებენ, ვიდრე სიჩუმე
და სადაც ყოველი ფრაზა არჩევანია — დარჩენისა თუ წასვლის.
ღამე იწელება, დრო იცვლება,
მაგრამ მთავარი კითხვა უცვლელი რჩება —
ვინ როგორ აგრძელებს ცხოვრების მეორე ნახევარს და რა ფასად.
 

რეჟისორ სოფო ქელბაქიანისა და დრამატურგ მაკა კუკულავას შემოქმედებითი თანამშრომლობა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დაიწყო. პიესა “მეორე ნახევარი” თანამედროვე ხელოვნების განვითარების ცენტრის ფარგლებში დაიწერა, რომელსაც ბატონი თემური ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელობის სცენა გაიხსნა. სიმბოლურია, რომ პიესა “მეორე ნახევარი” სწორედ ამ სცენაზე სოფო ქელბაქიანის ინტერპრეტაციით გათამაშდება.

 

სპექტაკლი ეძღვნება ბატონი თემურის ნათელ ხსოვნას. 

 

📌 პრემიერა შედგება 2026 წლის 12 მაისს
📌 ბილეთების შესახებ
🎟 თეატრის სალარო მუშაობს ყოველდღე
🕛 12:00 – 20:00
☕ შესვენება: 15:00 – 16:00
📍 მისამართი: მარჯანიშვილის #8
💻 ონლაინ ბილეთები: https://biletebi.ge/theatres/better-half
👉 დეტალური ინფორმაცია: https://marjanishvili.com/ge/64?pi=538&b=10
🕗 სპექტაკლის დაწყება: 20:00
თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი