სპექტაკლი

როგორც გენებოთ

დიდი სცენა


უილიამ შექსპირი

ადაპტირების ავტორი ლაშა ბუღაძე

რეჟისორი - ლევან წულაძე
კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე
ქორეოგრაფი - გიორგი მარღანია
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
რეჟისორის ასისტენტი - ნინო ჟორჟოლიანი

მონაწილეობენ:

ონისე ონიანი - ლე ბო
როლანდ ოქროპირიძე - ჩარლი / ამიენსი
 ზურაბ ბერიკაშვილი - სილვიუსი
 ნიკა კუჭავა - ორლანდო
დავით ხურცილავა - კორინი
 ბესო ბარათაშვილი - ჰერცოგი ფრედერიკი / ყოფილი ჰერცოგი
გიორგი (ჯაბა)კილაძე- თაჩსთოუნი
 ნიკოლოზ თავაძე - ოლივერი
 თამარ ბუხნიკაშვილი - ფებე
ნატა მურვანიძე - ჟაკი
ქეთევან ცხაკაია - ადამი
ქეთევან შათირიშვილი / ანკა ვასაძე - როზალინდა
ნატო კახიძე / ანა გრიგოლია - სელია
მანანა კოზაკოვა - ოდრი
 

ლაშა ბუღაძე სპეკტაკლის შესახებ:

 ამბობენ, რომ ეს პიესა, ერთი მხრივ, ყველაზე არაშექსპირული პიესაა, მეორე მხრივ კი, თითქოს და შექსპირის ყველა მომდევნო პიესის საწყისია აქ გაბნეული - თითქოს დრამატურგის მომავალ პიესათა ვარიაციაა. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს,ზაფხულის ღამის სიზმრის მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს. ეს პიესა ერთდოულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც და ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი.

პრემიერა შედგა 2012 წელს გლობუსის თეატრში, ლონდონი 
სპექტაკლი ორ მოქმედებად
ხანგრძლივობა  - 130 წუთი
ბილეთის ფასი:
პარტერი - 19 ლარი 
აივანი - 14 ლარი / 12 ლარი /8 ლარი

ფოტოები:თაკო რობაქიძის და თეონა კვეზერელის

სპეკტაკლის ამბები

როგორც გენებოთ „გარდიანი“, 22 მაისი 2012

- 18 იანვარი 22

ვრცლად