სპექტაკლი
ჟოლო
დიდი სცენა
კოკი მიტანი
თარგმანი ნინო კანტიძისა
დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძე
რეჟისორი თემო კუპრავა
სცენოგრაფი ლევან წულაძე
კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე
მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილისა
რეჟისორის თანაშემწე ნინო ჟორჟოლიანი
მონაწილეობენ:
ნეო - ნატო მურვანიძე
ცუბაკი - ნიკა კუჭავა
სპექტაკლის შესახებ:
მოქმედება 1940-იან წლებში ვითარდება, როდესაც იაპონია-ჩინეთის ომი მიმდინარეობს. „სიცილის აკადემია“ კომედიურ ჟანრში დაწერილი პიესაა, რომელშიც ნაჩვენებია "ჩინოვნიკური სამყაროს" და შემოქმედის, პიროვნების, კონფლიქტი. პიესაში ორი მოქმედი გმირია, ჩინოვნიკი და დრამატურგი, ორივე საკუთარი საქმის და საკუთარი პრინციპების დამცველი. ნელნელა, ორი, ერთი შეხედვით ერთმანეთის ანტიპოდი პერსონაჟი, ერთმანეთის მეგობრები და თანამოაზრეები ხდებიან.
კოკი მიტანი - დრამატურგი
კოკი მიტანი თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, სცენარისტის და რეჟისორია.. 1961 წელს მან დაამთავრა ნიხონის უნივერსიტეტის სახელოვნებო ფაკულტეტის თეატრალური განყოფილება. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან ერთად, ჩამოაყალიბა თეატრალური დასი - "ტოკიოს მხიარული ბიჭები". ამ თეატრალური დასის წარმოდგენები იაპონიაში ერთობ პოპულარული გახდა, იგი სიმპათიას იმსახურებდა კრიტიკოსების მხრიდანაც უნიკალური კომედიური დადგმებისათვის. კოკი მიტანი წერს პიესებს, სცენარებს, დგამს სპექტაკლებს და იღებს ფილმებს.
"სიცილის აკადემია" ( ასე ქვია პიესას , რომლის მიხედვიტაც დაიდგა სპექტაკლი „ ჟოლო „ ) კოკი მიტანიმ თავიდან დაწერა რადიო სპექტაკლისათვის, შემდეგ იგი დაიდგა თეატრში. დღეს ეს პიესა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში იდგმება და დიდი პოპულარობით სარგებლობს .
2011 წელს სპექტაკლს მიღებული აქვს თეატრალური პრემია ”დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის
მადლობას ვუხდით JTI-ს მხარდაჭერისათვის
ჩვენი მეგობრობა 2010 წლიდან დაიწყო და პირველი ერთობლივი,
წარმატებული ნაბიჯი გახლდა სპექტაკლი „ ჟოლო „ .
უკვე ექვსი წელია JTI ჩვენი თეატრის პარტნიორია
პრემიერა შედგა 2010 წლის 25 დეკემბერს
ხანგრძლივობა 105 წუთი შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი: 30 ლარი
ფოტო თაკო რობაქიძის