სპექტაკლი

მეორედ მოსვლა

სარდაფი


რეჟისორი და მუსილაკური გამფორმებელი - თემო კუპრავა
სცენოგრაფია და კოსტუმების მხატვარი -  ბარბარა ასლამაზი
რეჟისორის ასისტენტი - თამუნა ფრუიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ენდრიუ უაიკი - აკაკი ხიდაშელი
მაილო ტინდლი - კონსტანტინე როინიშვილი
 

სპექტაკლის შესახებ:
„ყველაზე მეტად რომელ სპორტს ჰგავს ცხოვრება? ალბათ ჩოგბურთს, როდესაც მხოლოდ ფსიქო-ფიზიკური გამძლეობაა  გადამწყვეტი; როდესაც იმდენად გითრევს თამაშის პროცესი, რომ შედეგზე აღარ ფიქრობ; როდესაც ივიწყებ მოქმედების ადგილს; როდესაც მოსისხლე მტერი ღირსეულ მოწინააღმდეგედ გადაიქცევა და პატივისცემით ეპყრობი; როდესაც გრძნობ რომ თამაში  სიცოხლისთვის სახიფათო შეიძლება გახდეს  და მიუხედავად ამისა  მაინც აგრძელებ თამაშს; როდესაც თამაში სრულდება და მზად ხარ ყველაფერი თავიდან დაიწყო, იგივე შემართებით, იგივე ჟინით, თუნდაც იგივე შედეგით დასრულდეს, როდესაც  მთავარი მხოლოდ ის არის, რომ თამაშის სურვილი არ გაგიქრეს.“
თემო კუპრავა


პრემიერა შედგა 2015 წლის 7 ნოემბერს

ხანგრძლივობა 90 წუთი, ორ მოქმედებად

ბილეთის ფასი - 14, 16 ლარი