სპექტაკლი
რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს?
სარდაფი
რეჟისორი,სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი - გიორგი თავაძე (იმარინდო)
კოსტუმების მხატვარი - ქეთევან ციციშვილი
ქორეოგრაფი - ლანა მღებრიშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი
მონაწილეობენ:
ქალი ვუალით - ქეთი ცხაკაია
მამაკაცი გაზეთით - დავით ხურცილავა
მოხუცი მამაკაცი ხელჯოხით - ბესო ბარათაშვილი
მამაკაცი ვიოლონჩელოთი - გიორგი ხურცილავა
სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
სპექტაკლის შესახებ.
მოსაცდელი დარბაზი.კედლის გვერდით გამწკრივებულია სკამები. ერთ კუთხეში დაბალ ხმაზე მამაკაცი უკრავს ვიოლონჩელოზე. მოხუც ხელჯოხიან მამაკაცს სკამზე ჩასძინებია და კეფით კედელს მიყრდნობია. ქალი ვუალით აღტაცებით უსმენს მუსიკას. შემოდის მამაკაცი გაზეთით ხელში, იქნევს ქოლგას და სხვა ქოლგების გვერდით დადებს, თან აქეთ-იქით იყურება და ოთახს ათვალიერებს…
პრემიერა შედგება 2015 წლის 24 ნოემბერს
ხანგრძლივობა 90 წუთი
ბილეთის ფასი - 14, 16 ლარი