სპექტაკლი

ქალი ძაღლით

დიდი სცენა


ანტონ ჩეხოვი

დადგმა და სცენოგრაფია ლევან წულაძისა
კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე
ქორეოგრაფი - გია მარღანია
კოსტიუმების და თოჯინების ავტორი - ნინო ნამიჭეიშვილი
სიმღერებს ასრულებენ: ვახტანგ კახიძე, ნანი ბრეგვაძე, ნატო კახიძე და ვოკალური ოქტეტი
ხმის რეჟისორი - მიხეილ კილოსანიძე
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

გუროვი – ნიკა თავაძე

ანა – ნანკა კალატოზიშვილი

სანიტარი და გუროვის ცოლი – ნატა კახიძე

პროფესორი – ბესო ბარათაშვილი

 

მეთოჯინეები:

მალხაზ გაბუნია, ზურა გაგლოშვილი, მეგი ელბაქიძე, თეონა კიწმარიშვილი, გია მარღანია, ნინო ნამიჭეიშვილი, მაია სულხანიშვილი.

 

სპექტაკლის შესახებ:

ლევან წულაძის სპექტაკლი – ელეგია. ჩუმი, შეფარული და მოკრძალებული ჰიმნი ჩვენს ადამიანურ სისუსტეებზე: ცოლ-ქმრულ ღალატზე, გატაცებაზე, რომელიც თურმე მთელი ცხოვრება თან გდევს, მომავლის შესაძლებლობაზე და ომზე, რომელსაც ყველა გეგმას და შესაძლებლობას შლის. “ქალი ძაღლით” ჩეხოვის მოთხრობის  ინსცენირებაა  გაზავებული მსუბუქი იუმორითა და დიდი სევდით. ადამიანები და თოჯინები, მომხიბვლელი არსებები საკუთარი ტკივილითა და სიხარულით.

 


ხანგრძლივობა - 110 წუთი
პრემიერა შედგა -  2009 წლის 2 თებერვალს
ბილეთის ფასი -  19 ლარი

ფოტო თეონა კვეზერელის

სპეკტაკლის ამბები

“ჩეხოვი თოჯინებით”

- 5 ნოემბერი 16

ვრცლად

"ისრაელის ფესტივალი" - "ქალი ძაღლით" - სხვა ქართული ხიბლი

- 9 დეკემბერი 16

ვრცლად