სპექტაკლი

ტარტიუფი

დიდი სცენა


ჟან-ბატისტ მოლიერი

რეჟისორი და სცენოგრაფი - ლევან წულაძე
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი - გია მარღანია
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი

 

მონაწილეობენ:

ორგონი - ნიკა კუჭავა

ტარტიუფი - ზვიად სხირტლაძე

პერნელი - მანანა კოზაკოვა

დორინა - ბარბარე დვალიშვილი

ფლიპოტი - თამარ ბუხნიკაშვილი

კლეანტი - ზაზა იაკაშვილი

ლოიალი - ბესო ბარათაშვილი

ელმირა - თეონა ქოქრაშვილი

მარიანა - ანა ვასაძე

დამისი - გიორგი კიკნაძე

ვალერი - პაატა პაპუაშვილი
 

ნოდარ გურაბანიძე სპექტაკლის შესახებ:

..მარჯანიშვილის თეატრის ახალი სცენის გაშლილი სივრცე  „მოედნის თეატრსა“ და კომედია დელ არტეს თავისუფალი, ლაღი, ზოგჯერ უხეში, პირდაპირი, გამომწვევი თამაშისთვის სწორედ ზედგამოჭრილია რეჟისორმა ლევან წულაძემ, ამ მუდამ მაძიებელმა, ახალი იდეებით და „პროექტებით“ შეპყრობილმა, მრავალფეროვანი თეატრალური სანახაობის შექმნის ოსტატმა ამ „ღია სივრცეში“ (მიუხედავად იმისა, რომ სარდაფშია ჩასული) „ტარტიუფის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზა. ტარტიუფისა და სხვა პერსონაჟების მეტამორფოზები მოულოდნელად ლაღი, იმპროვიზიაციული „თამაშის“ კასკადურ, მჩქეფარე, ხალისიანი წარმოსახვების ატმოსფეროში გაახვია. აქ ყველა ტკბება ცხოვრებით, იმანენტური ხალისიანობით და ახალი ბედნიერების მოლოდინით. ეს რენესანსული სულისკვეთება, რომლითაც გამსჭვალულია ჩემი საყვარელი მხატვრის, კანალეტო ვენეციური პეიზაჟები, აქ ძალიან ბუნებრივად აღორძინდება და ყველას(თითქმის ყველას) მოიცავს.

ორი მოქმედების მანძილზე მოლიერი გვამზადებს ტარტიუფთან შესახვედრად, ორი მოქმედების მანძილზე მასზე უპირატესად აუგი და სშინელებანი გვესმის, მაგრამ შემოვა თუ არა „ახალ სივრცეში“  ტარტიუფი, ეს ახალგაზრდა, გადამდები ხალისიანობით აღსავსე, ენერგიული და თავისი მამაკაცური ქარიზმით გათამამებული, უმალ ყველაფერი იცვლება. ორგონის სახლის ბინადარნი და სტუმრები თითქოს ამგვარ იმპულსს ელოდნენო, კიდევ უფრო მეტი გზნებით ეძლევიან მხიარულების ექსტაზს, ეს უპირველესად ეხება მშვენიერ ქალებს,რომლებიც გუმანით გრძნობენ მამაკაცური ვნების იმპულსებს, მოსალოდნელი

 მონსტრის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ელეგანტურ, რაფინირებულ ახალგაზრდას, რომელიც მოხდენილად ატარებს თანამედროვე კოსტიუმს. მისი ყოველგვარი მოძრაობა დაუხარჯავ ენერგიას ავლენს, პლასტიკურია, მსუბუქი და ამავ დროს აგრესიული, რაც ხიბლავთ საერთოდ ქალებს. ვინ არის იგი ბოლოს და ბოლოს?!

 

 

პრემიერა შედგა 2013 წლის 7 ივნისს
სპექტაკლის ხანგრძლივობა 150 წუთი, ერთი შესვენებით
ბილეთის ფასი: 16, 14 ლარი

ფოტო თეონა კვეზერელის

სპეკტაკლის ამბები

სარდაფი!

- 5 ნოემბერი 16

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი „ტარტიუფის“ პრემიერით გაიხსნა

ვრცლად

რატომ ახალი სივრცე?!

- 5 ნოემბერი 16

ვრცლად

ტარტიუფი...ორგონი...ქალბატონი პერნელი...

- 13 იანვარი 22

ვრცლად

ტარტიუფი“ „ახალ სცენაზე“

- 16 იანვარი 22

ვრცლად

მხილებული, თუ, გამარჯვებული - ტარტიუფი?!

- 18 იანვარი 22

ვრცლად