

სპექტაკლი
ჩემი ჰამლეტი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და თითების თეატრის ერთობლივი პროექტი
უილიამ შექსპირის მიხედვით
ჩემი ჰამლეტი
რეჟისორი - ბესო კუპრეიშვილი
მხატვარი - ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი
მუსიკალური ადაპტირება ზურაბ გაგლოშვილისა
დამლაგებლის ტექსტის ავტორი - ნინო კანტიძე
პროექტის პროდიუსერი - როჯერ მაკ კანი (დიდი ბრიტანეთი)
მონაწილეობს:
ქეთევან ცხაკაია
მეთოჯინეები:
ელენე ფირცხალავა, თეონა მაღალაშვილი, ზაალ კაკაბაძე, ვახტანგ ქორიძე, გიორგი მებაღიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი დამთავრდა, მიწყდა აპლოდისმენტები, ბედნიერმა მსახიობებმა და მაყურებელმა დატოვეს დარბაზი. დამლაგებელი თავის საქმეს შეუდგა. ეს ქალი მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ახლომხედველობის გამო თეატრალურ ინსტიტუტში არ მიიღეს. თეატრის სიყვარულით აქ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. უეცრად სასწაული ხდება. დამლაგებელი ჰამლეტის თამაშს იწყებს, მის ირგვლივ თოჯინები ცოცხლდებიან... როგორც იქნა აისრულა ოცნება, ყველა მსახიობისათვის სანატრელი როლი ითამაშა. . .
სპექტაკლი ერთ მოქმედებად
ხანგრძლივობა - 75 წუთი
პრემიერა შედგა 2010 წლის 8 დეკემბერს
ბილეთის ფასი - 14 ლარი