სპექტაკლი

ეუხენა ბალბოა


ალეჰანდრო კასონას პიესის „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მიხედვით
ეუხენა ბალბოა

ლირიკული კომედია სამ მოქმედებად


სცენიური ადაპტაცია ლევან წულაძის და დიმიტრი ხვთისიაშვილის

დამდგმელი რეჟისორები ლევან წულაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი

მხატვარი ნინო სურგულიძე

ქორეოგრაფი გია მარღანია

მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის

კონცერტმეისტერი ნინო ბაგრატიშვილი

რეჟისორის თანაშემწე ნათელა შალიკაშვილი


მონაწილეობენ:

ფერნანდო ბალბოა – გივი ბერიკაშვილი

ეუხენა ბალბოა– თამარ სხირტლაძე

მარტა– ეკა ჩხეიძე

დირექტორი– ზვიად სხირტლაძე

მაურისიო– ზურა ბერიკაშვილი

ხენოვევა– მაია ტატიშვილი

ფელისა–ეკა მჟავანაძე

ელენი– ლილე ფილფანი

მოხუცი– ლეო ანთაძე

პოლიციის ბრიგადირი– გურამ ჯაში

პოლიციელი– თენგიზ პაპიძე

ალეჰანდრო კასონას პიესა „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მარჯანიშვილის თეატრის აფიშაზე პირველად 1956–57 წლების სეზონში გამოჩნდა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე და თენგიზ კანდინაშვილი.მხატვარი ფარნაოზ ლაპიაშვილი, კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე. პრემიერა 1957 წლის 26 თებერვალს შედგა, სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ეუხენა), ალექსანდრე ომიაძე (ფერნანდო),მედეა ჯაფარიძე (მარტა), ედიშერ მაღალაშვილი (დირექტორი) , გიორგი შავგულიძე (მაურისიო) და სხვები.

სპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად, განსაკუთრებით კი ვერიკო ანჯაფარიძის ბებია ეუხენას. ცნობილი მსახიობი ფაინა რანევსკაია წერდა :“რა სინდისი უნდა მქონდეს,მე კიდევ ვითამაშო ბებია ... მე აღარ ვითამაშებ მას! ის თქვენ გეკუთვნით“. 14 წელი ამშვენებდა ეს სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარს.გაიმართა ხუთასზე მეტი წარმოდგენა... 

ნახევარი საუკუნის შემდეგ თეატრი კვლავ მიუბრუნდა ა.კასონას ამ ნაწარმოებს, ოღონდ ამჯერად ადაპრიტებული ვერსიით, რომელიც სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორებს ლევან წულაძესა და დიმიტრი ხვთისიაშვილს ეკუთვნით.

პიესის პირველწყაროდან დარჩა მხოლოდ სიუჟეტური ქარდა და იმისათვის, რომ წარმოდგენას მეტი თანამედროვე ჟღერადობა შეეძინა, ახალ ვერსიაში ბევრი რას სრულიად ახალი და გათანამედროვებულია. ამიტომაცაა,რომ სპექტაკლის ავტორები „ეუხენა ბალბოას“ ა.კასონას პიესის „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მიხედვით წარმოგვიდგენენ.ამ პიესის არჩევანი კი განაპირობა, საქართველოს სახალხო არტისტის, ორგზის სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატის , ქალბატონი თამარ სხირტლაძის სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავმა. 

ამ ორ დადგმას შორის საერთო არაფერია,მსგავსება კი ძალიან ბევრი: უპირველესი ის, რომ ორივეჯერ ეს პიესა მსახიობი ქალის საბენეფისოდ განხორციელდა, ორივეჯერ სპექტაკლებსს ორ–ორი რეჟისორი აწერს ხელს და ორივეჯერ სპექტაკლებში ძალიან სერიოზული აქტიორული ძალებია თავმოყრილი. ვიმოდოვნებთ, რომ „ეუხენა ბალბოაც“ პოპულარული და საყვარელი გახდება ქართველი მაყურებლისათვის, როგორიც ამ პიესის პირველი სცენიური ვერსია იყო ჩვენი თეატრის რეპერტუარში.

სპექტაკლი სამ მოქმედებად

ხანგრძლივობა - 180 წუთი

ბილეთის ფასი:

პარტერი - 10,5 ლარი

აივანი - 8,5 ლარი / 6 ლარი / 4 ლარი