სპექტაკლი

მეფე მოკვდა


ეჟენ იონესკო

მეფე მოკვდა

რეჟისორი - ალექსანდრე ელოშვილი
სცენოგრაფია - ლევან წულაძის
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილის
რეჟისორის თანაშემწე - ლია მამიაშვილი

 

მონაწილეობენ:

ბესიკ ბარათაშვილი
ქეთევან გეგეშეძე
ნოდარ დოღონაძე
ქეთევან ცხაკაია
ნინო დუმბაძე
ვარლამ კორშია

 

სპექტაკლის შესახებ:

ეჟენ იონესკოს „მეფე კვდება“ ერთი სამეფოს ერთი მეფის უკანასკნელ ერთ საათზე გვიყვება, თუ რა გზას გადის ყოვლისშემძლე ხელმწიფე მას შემდეგ როცა გაიგებს რომ მის გარდაცვალებამდე  მხოლოდ ერთი საათი რჩება.

მან მილიონობით ადამიანის ბედი გადაწყვიტა და საკუთარს კი ვერ ცვლის, ალბათ ეს არის იმ პიესების ირონიული დასასრული რომლებიც მეფეებზე დაუწერია განგებას. ფინალამდე სრული იმპროვიზაცია, ფინალი კი ზუსტად ისე გათამაშდება როგორც წერია.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დასასრული ყველას ერთნაირი აქვს, ხელმწიფესაც და მის მოახლესაც, ბანკის მმართველსაც და ბანკის ყარაულსაც, ქურდსაც და პოლიციელსაც, ექიმსაც და პაციენტსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ძალიან მდიდარსა და ძალიან ღარიბსაც... და ეს სიკვდილია, ის რაც გარდაუვლად მოვა... არავინ იცის როდის, რა ფორმით და როგორი განცდებით, მაგრამ აუცილებლად მოვა და შემდეგ ყველაფერი გახდება სტატისტიკა, სტატისტიკა რომელიც ყველასთვის ერთნაირად მშრალია.


პრემიერა შედგა: 2019 წლის 2 აპრილს
ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი: 12  ლარი

ფოტოები ზაქარია ჭელიძის