სპექტაკლი

მკაცრი ქალიშვილები

სხვენი


კიტა ბუაჩიძე

მკაცრი ქალიშვილები

დამდგმელი რეჟისორი - გოგი ქავთარაძე

დამდგმელი მხატვარი - ბიძინა ქავთარაძე

რეჟისორის ასისტენტი - ლაშა ლომჯარია

რეჟისორის თანაშემწე - თამარ ფრუიძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ნაპოლეონი - ირაკლი ჩხიკვაძე

ბურდღუ - გიორგი კიკნაძე

ჯიმშერი - ნოდარ ძოწენიძე

შოთა - ნოდარ დოღონაძე

ფოსინე - თეონა თავაძე

მუზა - ლიკა ოყროშიძე

გულიკო - ნინო წულაძე

თენგიზი - გეგა სალუქვაძე

ივანე - კახა სამუშია

გულიკოს დედა - ლილე ფილფანი

ნომენკლატურული მუშაკი - თენგიზ პაპიძე

 

სპექტაკლის შესახებ:

პიესაში მოქმედება 1940 წლის, ცხელ ზაფხულს ვითარდება. სტუდენტები საგამოცდო ციებ-ცხელებაში არიან ჩაბმულნი. აქ აღმოაჩენთ: პროვინციიდან ჩამოსულ აბიტურიენტს, რომლის შეყვარებულსაც სხვა შეყვარებია; ბეჯით სტუდენტს, შეყვარებულ წყვილს, რომლებიც მშობლებს გამოექცნენ და დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობენ; მამას რომელიც შვილს თბილისში ჩამოაკითხავს, სიყვარულისთვის მებრძოლ პიანისტ ქალს, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ყოფას და სხვადასხვა ახალგაზრდულ თავგადასავლებს.


პრემიერა შედგა: 2019 წლის 19 აპრილს
ხანგრძლივობა: 150 წუთი, ერთი შესვენებით
ბილეთის ფასი: 12  ლარი