სპექტაკლი

მე იძულებული ვიყავი მომეკლა

სხვენი


იაკოვოს კაბანელისის „წერილი ორესტეს“ და ესქილეს „ორესტეა“ - ს მიხედვთ

 

რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
სცენოგრაფი/ კოსტიუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი
რეჟისორის თანაშემწე - ლია მამიაშვილი

 

მოქმედი პირები და შემსრულებელნი:

კლიტემნესტრა - ანი იმნაძე
ორესტე - პაატა პაპუაშვილი
ელექტრა - ეთო ალექსაშვილი
მოსამსახურე - მარიამ ტომარაძე
ერინიები - ანა ინგოროყვა/ ნათია ჩიკვილაძე / მარიამ ღვინიანიძე

 

სპექტაკლის შესახებ: 
რატომ კლავს კლიტემნესტრა ქმარს(აგამემნონს)? რატომ უკლავს საკუთარ შვილებს (ორესტეს და ელექტრას) საყვარელ მამას? რატომ იყო იძულებული რომ ასე მოქცეულიყო?,,ორესტე, ძვირაფასო შვილო, ვიცი რომ ჩემი დღეები დათვლილია, ვხედავ რომ არ მოდიხარ. მეშინია იმის, რომ მაშინ მოხვალ, როცა უკვე გვიან იქნება, რომ შეიძლება მხოლოდ სხვებისგან გაიგო ის, რაც მოხდა და არა ჩემგან, არადა ვინ შეიძლება ჩემზე უკეთ იცოდეს ჩემ შესახებ, მე ის გავაკეთე, რის წარმოდგენასაც ვერავინ ვერასოდეს შეძლებდა, მე იძულებული ვიყავი მომეკლა...“

 

პრემიერა შედგა: 2019 წლის 13 მაისს
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი 12 ლარი