სპექტაკლი
ჰამლეტი
დიდი სცენა
უილიამ შექსპირი
ადაპტირების ავტორები ლაშა ბუღაძე, ლევან წულაძე
დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი - ლევან წულაძე
კოსტუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
საბრძოლო ხელოვნების კონსულტანტი - ბაჩანა ჭანტურია
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეოს ავტორი - ნიკა მაჩაიძე
რეჟისორის თანაშემწე - ნინო კალანდაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ჰამლეტი - ნიკა კუჭავა
კლავდიუსი - ნიკოლოზ თავაძე
პოლონიუსი - დავით ხურცილავა
გერტრუდა - ბარბარე დვალიშვილი
ოფელია - ანა ვასაძე
აჩრდილი, მსახიობი - აკაკი ხიდაშელი
ლაერტი - პაატა პაპუაშვილი
ჰორაციო - კონსტანტინე როინიშვილი
როზენკრანცი - ანა გრიგოლია
გილდესტერნი - ზაზა სალია
ასევე სპექტაკლზე მუშაობდნენ:
სადადგმო განყოფილების უფროსი - არჩილ დვალიშვილი
ხმის ოპერატორი - ლია შილაკაძე
განათების ოპერატორი - თამაზ დუდაშვილი
მკერავები - ქეთევან ჯიბლაძე, ქეთევან წეროძე
ჩამცმელები - ქეთევან მამოიანი. თამილა ჯიქია, ნაზიბროლა ჩანტლაძე, ნუნუ ბესელია, ადელინა სოლოღაშვილი
რეკზივიტორები - ნინო მჭედლიძე, ინგა მჭედლიშვილი
გრიმიორი - მარინა კოსენკო
მომარაგების სამსახურის თანამშრომლები - ირაკლი ჭუმბურიძე, გიორგი ბუთლიაშვილი
სცენის მემანქანეები - ლაშა პაპიაშვილი, თენგიზ ქერდიკოშვილი, ზაზა ძაგანია, ელგუჯა კოკოლაშვილი, დავით რაზმაძე, თამაზ გაგნიძე, მამუკა ტაბუცაძე, ირაკლი ლომსაძე, დიმიტრი ლომსაძე, ბექა ლომსაძე, ალექსანდრე გამყრელიძე, გიორგი ვიშნევსკი, რობინზონ ჯელაძე
მხატვარ-გამფორმებელი - კახა ღონღაძე
ბუტაფორ -დეკორატორი - მადლენა ბუხრაშვილი
დურგალი - რევაზ კუპრაძე
დურგალი, ელშემდუღებელი - მალხაზ ძაგანიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
სიტყვები, სიტყვები, სიტყვები...
ერთ-ერთ სცენაში ჰამლეტი წიგნით ხელში გვევლინება და როცა მას შეკითხვით მიმართავენ, რას კითხულობო, ფილოსოფიური ბუნდოვანებით პასუხობს: სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს...
საინტერესოა, რა სიტყვებს კითხულობს ჰამლეტი?
იქნებ ოთხთავის დასაწყისს: „დასაბამიდან იყო სიტყვა"?! ანუ იმ მოციქულის ტექსტს, რომელიც აპოკალიფსს დაწერს მოგვიანებით, რადგან ჰამლეტიც აპოკალიფსის მხედრად მიიჩნევს თავს – თუნდაც მხოლოდ აქ, ელსინორის დანაშაულებითა და თვალთმაქცობით მოწამლულ ციხესიმაგრეში, სადაც დემონებთან საბრძოლველად მხოლოდღა აკრძალული სიმართლის თქმა და მხილება დარჩა იარაღად...
როცა ყველა ცრუობს და არავის უნდა სინამდვილის აღქმა, სიმართლის მთქმელი სიძულვილის ობიექტად იქცევა: თითქმის შეუძლებელია ასეთი ადამიანის ატანა, რომელიც დაუღალავად მოგიწოდებს რეალობას გაუსწორო თვალი, თუნდაც როგორც წინასწარმეტყველი კასანდრა ტროაში, რომელიც სწორედ იმით არის დაწყვევლილი, რომ მისი წინასწარმეტყველების – ესე იგი, ობიექტურობის – არავის სჯერა. ტროელებს გამარჯვება სწყურიათ, ხოლო კასანდრა დამარცხებას წინასწარმეტყველებს, შესაბამისად, აუტანელია არა ტროელების რწმენა, არამედ კასანდრას წინასწარმეტყველებაა!
ჰოდა, იქნებ ჰომეროსს კითხულობს ჰამლეტი, „ილიადას", სადაც სხვა ყველაფერთან ერთად, სულელად გამოცხადებული ბრძენი კასანდრას ტრაგედია აღწერა უსინათლო პოეტმა?!
თუ იქნებ ესქელეს „ორესტეაა" ჰამლეტის მიერ წაკითხული სიტყვები – ამბავი მოკლული აგამემნონის შვილის, ქმარი-მეფის მკვლელი დედისა და მისი საყვარლის შესახებ, რომელიც მიკენის მეფე გახდება? და რაც მთავარია, ბიჭის ამბავი, რომელიც მამის მკვლელ დედაზე და მის საყვარელზე იძიებს შურს...
რა უცნაურია, როგორ გავს ეს ტრაგედია თავად მისი, ჰამლეტის, ამბავს – აქაც ხომ მკვდარი მამა, მოღალატე დედა და „მოსიყვარულე" ბიძაა?! ორესტე უდავოდ ჰამლეტის ტყუპისცალია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დანიის უფლისწული ვერასდროს გაიმეტებს მოსაკლავად ჰერტრუდას, მაშინ, როცა ორესტე დაუფიქრებლად მოსპობს კლიტემნესტრას. რამხელა დისტანციაა ამ ორ გადაწყვეტილებას, ამ ორ პირობით „რემარკას" შორის – ჰამლეტი, რომელიც ჭოჭმანობს და ფიქრობს მკვლელობაზე და ორესტე, რომელიც ასევე ფიქრობს, მაგრამ აღარ ჭოჭმანობს...
უცნობია, კითხულობდა თუ არა ჰამლეტი, ვთქვათ, ევრიპიდეს „ორესტეს", სადაც ავტორი დედის და ბიძის მკვლელობით გაგიჟებული უფლისწულის ცხოვრებას აღწერს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ტექსტი წაკითხული ექნებოდა ჰამლეტის ყოფის აღმწერ უილიამ შექსპირს, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ტექსტი – არისტოტელეს „პოეტიკა", სადაც დიდი ბერძენი ფილოსოფოსი ერთი და იმავე ამბის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციაზე მსჯელობს ოცდასამი საუკუნის სიღრმიდან – თუ როგორ იცვლება დრო და ჩვენ კი ერთსა და იმავე ამბავს ვყვებით: ორესტე-ჰამლეტის ამბავს, სადაც რთულია, მეტიც, თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ადამიანი შეიშალა თუ თავად სამყაროა შეშლილი, რომელიც ჰამლეტს თვლის შეშლილად?!
თუ ეს მხოლოდ უძალო სიტყვებია და სხვა არაფერი?! სიტყვები, სიტყვები, სიტყვები...
ლაშა ბუღაძე
პრემიერა შედგება 2019 წლის 2 ივლისს
ხანგრძლივობა: 200 წუთი, ერთი შესვენებით
ბილეთის ფასი: პარტერი 25 ლარი, აივანი 15 ლარი