

სპექტაკლი
ბატელი
დიდი სცენა
დრამატურგი - ანა სანაია
დამდგმელი რეჟისორი - ანუკი ხიდეშელი
კოსტუმების მხატვარი - სოფო იოსებიძე
ვიდეო ინსტალაცია - დათა დვალიშვილი
კომპოზიტორი - ლევან ბაშარული
ქორეოგრაფი - ანა სანაია
დეკორაცია ანუკი ხიდეშელის
ვოკალი - ნიკა ქუმსიაშვილი
ტექნიკური დირექტორი - გიგი თუშაბრამიშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ლია მამიაშვილი
ფოტო და ვიდეო - მიკა მეხი
მონაწილეობენ:
ანუკა გრიგოლია, თაკო ბერიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ნოდარ ძოწენიძე, გიორგი ტაბიძე, ნათია ჩიკვილაძე, მარიამ ტომარაძე.
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი მოგვითხრობს ამბავს მშვენიერ ებრალ გოგონაზე, რომელიც საქართველოში გაიზარდა. ბატელი ყვება ამბავს თუ როგორ მოხვდნენ მისი წინაპრები ჩვენს მიწაზე და რამდენი ბედნიერი, სევდიანი თუ სიყვარულით სავსე წლები გაატარეს საქართველოში. როგორ ოცნებობდნენ იერუსალში დაბრუნებაზე. როგორი ღრმა იყო მათი კავშირი ფესვებთან. ყვება ამ ამბავს იმისათვის, რომ აღნიშნოს თუ რამხელა იყო წინაპრების წვლილი მისი პირადი ისტორიის შექმნაში, რწმენის გაღრმავებაში და საკუთარი თავის პოვნაში. ეს არის ამბავი ადამიანებზე რომლებიც თავისი არსებობით წარუშლელ კვალს და ემოციებს ტოვებენ ჩვენში. ამბავი იმაზე რამხელა როლი აკისრია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი და სხვის ისტორიის შექმნაში.
დასაწყისი: 20:00 საათი
ხანგრძლივობა 90 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი - პარტერი 30 ლარი, აივანი - 15 ლარი