სპექტაკლი

აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული

დიდი სცენა


თარგმანი  - გურამ ბათიაშვილი

რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
სცენოგრაფია ლევან წულაძის
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი

მონაწილეობენ: 
აკაკი ხიდაშელი
ეკა ჩხეიძე

 

სპექტაკლის შესახებ:
,,ვიდრე ცოცხლები ვართ,  არაფერი გვიან არ არის. უბრალოდ, ახლა შენს თავში ყველაფერი არეულ-დარეულია. მე და შენ ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ, დავალაგებთ... გავწმინდავთ, გავასუფთავებთ...თუ რამე ზედმეტია, მოვისვრით და დარჩება ის, რაც მთავარია-- შენ და მე. აბა, დააკვირდი: იმისათვის, რომ მე და შენ ერთმანეთს შევხვედროდით, მსოფლიოში რამდენი რამ უნდა მომხდარიყო--პლანეტარული კატასტროფები... რუსეთის რევოლუცია... ჯერ ლენინი, მერე სტალინი, დაიწყო რეპრესიები,  ამის გამო  საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდით,  გერმანიაში უნდა გამოჩენილიყო ჰიტლერი, ბერლინში, ოპერის თეატრის მოედანზე  ჩემი  წიგნები ცეცხლს მისცეს...მე ემიგრანტი გავხდი და აქ აღმოვჩნდი... რა საშინელებები არ მოხდა, რა ტრაგედიები... და ბოლოს ჩვენ ერთმანეთს შევხვდით... „

გენიალური ადამიანები არანაკლებ სისულელეს სჩადიან, არანაკლებ შეცდომას უშვებენ პირად ურთიერთობაში, არანაკლებ განიცდიან და არანაკლებ სტკივათ და ისინიც ყველაფერს დათმობენ საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის, რადგან გენიალურ ადამიანებს უფრო მეტი რამე აქვთ დასაკარგი, ისინი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ კაცობრიობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მზად არიან ყველაფერი დათმონ საყვარელი ადამიანის გამო.

სპექტაკლზე მუშაობდნენ
სადადგმო განყოფილების უფროსი არჩილ დვალიშვილი
ხმის ოპერატორი – ლია შილაკაძე
განათების ოპერატორი - თამაზ დუდაშვილი, კახა წიკლაური
მკერავები - ქეთევან ჯიბლაძე, ქეთევან წეროძე
ჩამცმელები - ქეთევან მამოიანი,  ლელა ბესელია
რეკზივიტორი - ნინო მჭედლიძე
გრიმიორი - მარინა კოსენკო
მომარაგების სამსახურის თანამშრომლები - ირაკლი ჭუმბურიძე, გიორგი ბუთლიაშვილი
სცენის მემანქანეები - გიორგი ვიშნევსკი, ბექა ლომსაძე
მხატვარ-გამფორმებელი - კახა ღონღაძე
ბუტაფორ -დეკორატორი - მადლენა ბუხრაშვილი
დურგალი - რევაზ კუპრაძე
დურგალი, ელშემდუღებელი - მალხაზ ძაგანიშვილი

დასაწყისი: 20:00 საათი

პრემიერა შედგება 2022 წლის 21 დეკემბერს
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი -  პარტერი - 30 ლარი, აივანი - 15, 12 და 8  ლარი