


სპექტაკლი
კარმენი
დიდი სცენა
იდეის ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი - გია მარღანია
სცენოგრაფი - გია მარღანია
კოსტიუმების მხატვარი - ხათუნა მაისურაძე
აუდიო-მონტაჟი და მუსიკალური ეფექტები - ზურა გაგლიშვილი
რეჟოსორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი
შემსრულებელნი:
კარმენი - ანკა ვასაძე
ხოსე - ნიკა ნანიტაშვილი
ტორეადორი - ლუკა ჭანიშვილი
კორეხიდორი - მიშა ზაქაიძე
სიკვდილი - ანა თალაკვაძე
უცნობი - გია მარღანია
სპექტაკლის შესახებ:
„კარმენ სუიტა“ — ბალეტი ერთ მოქმედებად — დაყრდნობილია ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის „კარმენის“ მუსიკალურ თემებზე. კომპოზიტორმა როდიონ შედრინმა შეაქმნა ამ ნაწარმოების უნიკალური ორკესტრირებული ვერსია, რომელმაც ბიზეს მუსიკის სილამაზე და ემოციური სიღრმე სრულად შეინარჩუნა.
ბალეტი შეიქმნა ალბერტო ალონსოს ქორეოგრაფიით და ეფუძნება პროსპერ მერიმეს ნოველას „კარმენი“, რომელიც გვიამბობს ქალის თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ვნებასა და გარდაუვალ ტრაგედიაზე.
ისტორია მოგვითხრობს მაცდუნებელ და დაუდგომელ კარმენზე, რომელიც შეყვარებულია თავისუფლებაზე და უარს ამბობს ერთგულებასა და შეზღუდვებზე. მისი ცეცხლოვანი ხასიათი და დამოუკიდებლობა ტრაგიკულად ეჯახება დონ ხოსეს სიყვარულს — კაცს, რომელიც კარმენის გამო ყველანაირ ზღვარს კვეთს.
ქორეოგრაფი გია მარღანია ქმნის ამ ამბის თანამედროვე ინტერპრეტაციას და ქართველი მსახიობების მონაწილეობით გვთავაზობს „კარმენის“ ახალ სცენურ ვერსიას.
პრემიერის თარიღი 2025 წლის 13 ივლისი
ხანგრძლივობა: 50 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი:
პარტერი - 30 ლარი
აივანი-15,12 და 8 ლარი