სპექტაკლი
ადამისა და ევას დღიურები
მცირე სცენა
კომედია ერთ მოქმედებად
რეჟისორი, ინსცენირების ავტორი და მუსიკალური გამფორმებელი - ნიკა ლუარსაბიშვილი
მხატვარი - ნინო კიტია
მონაწილეობენ:
ადამი - არჩილ სულაქველიძე
ევა - ანა ჯავახიშვილი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადამიური დრამატული თეატრი და მოხეტიალე მთვარის თეატრი წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის ნოველების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, რომელიც მოგვითხრობს ადამისა და ევას ურთიერთობას ბავშვობიდან სიბერემდე. კომედიური სპექტაკლი - ექსპერიმენტი, სადაც მსახიობები ეცდებიან თქვენთან ერთად გაარკვიონ, თუ როგორ იბადება და სახეს იცვლის ის გრძნობა, რომელსაც ყველანი ჩვენ ვეძახით სიყვარულს.
ხანგრძლივობა - 90 წუთი
ასაკობრივი შეზუდვა: 12+